https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ,,უნახავი პოლიტიკურ-ეროვნული დემონსტრაცია”

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

  • ფეისბუქსტატუსები

    “აუცილებელი, რომ არ იყოს ხმას საერთოდ არ ამოვიღებდი” _ რას წერს ბათუმში გაუჩინარებული ბიჭის დედა

    ჩვენ ორ სხვადასხვა ერად ჩამოვყალიბდით _ მიხეილ სააკაშვილი

    “სულ ერთი საცდელი ილეთი მაქვს” _ რის შესახებ წერს გიორგი კეკელიძე

    ,,ხალხი სიძეს და რძალს არ ცნობს და ამათმა ხელისუფლებას თუ არ ცნობთ, დაგიჭერთო“ – არჩილ გამზარდია

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    აზერბაიჯანის პრეზიდენტმა რუსეთი უკრაინაში საელჩოზე განზრახ თავდასხმაში დაადანაშაულა

    რით მოკლეს ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი რუსეთში – რა განაცხადეს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე

    ვოლოდიმირ ზელენსკი – ამერიკელების მიერ დათმობების თემა ხშირად უკრაინის კონტექსტში განიხილება და არა რუსეთის

    ნატო-ში აშშ-ის ელჩი – უკრაინაში რუსეთის ომის დასრულება ჩინეთს ერთი სატელეფონო ზარით შეუძლია

    ერდოღანმა შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრები თანამდებობებიდან გაათავისუფლა

    დონალდ ტრამპი ირანზე – ან შეთანხმებას მივაღწევთ, ან ძალიან მკაცრი ნაბიჯების გადადგმა მოგვიწევს

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

„ის კვარაა, ფე-ნო-მე-ნი!“

8:31; 13.03.2023
სპორტი
Share on FacebookShare on TwitterEmail

11 მარტი ქართული სპორტის ისტორიაში ოქროს ასოებით შევა და თავის ღირსეულ ადგილს დაიკავებს. საქართველოს ეროვნული გუნდისა და „ნაპოლის“ შემტევმა ხვიჩა კვარაცხელიამ „ატალანტას“ ალბათ მიმდინარე სეზონის ულამაზესი გოლი გაუტანა, ქართველმა მებრძოლმა მერაბ დვალიშვილმა კი რუსი პიოტრ იანი დამაჯერებლად დაამარცხა.

„ნაპოლიმ“ ბერგამოს „ატალანტას“ დამაჯერებლად სძლია 2:0 და იტალიის ჩემპიონის ტიტულს კიდევ უფრო მიუახლოვდა. ამ შეხვედრაში ანგარიში ქართველმა ფეხბურთელმა გახსნა, თან როგორ, ერთდროულად რამდენიმე მეტოქის „ტყვეობაში“ მყოფი არ დაიბნა, მისთვის ჩვეული დრიბლინგების კორიანტელი დააყენა და მართლაც რომ ულამაზესი და დაუვიწყარი გოლი გაიტანა.

მატჩის შემდეგ გამოცემა „Corriere Dello Sport“-ის ჟურნალისტმა ანტონიო ჯორდანომ ხვიჩა კვარაცხელიას შემდეგი სტრიქონები მიუძღვნა:

„ფე-ნო-მე-ნი! დანარჩენს მნიშვნელობა არ აქვს. ეს არის ცხელი ჰაერი, ეს არის კვარა, ეს არის ფეხბურთი, რომელიც დიდ სიხარულს ავრცელებს. კვარა წყალია, ჰაერია, სინათლეა, მზეა, ახალი ღმერთია, რომელიც ხალხს ფეხბურთს აყვარებს, მნიშვნელობა არ აქვს ვინ, ვისი გულშემატკივარია. ის არის 22 წლის ბიჭი, რომელიც გადის მოედნიდან და იღებს პასუხისმგებლობას, რომ საქართველოს მომავალზე ისაუბროს სოციალური ქსელის გამოყენებით. ის არის ოცნების კაცი, კარგი ბიჭი, რომელმაც ნეაპოლი მოაჯადოვა და შოკისმომგვრელ ფეხბურთს თამაშობს. ის კვარაა, ფე-ნო-მე-ნი!“.

ქართველის თამაშით საერთო აღტაცება გაიზიარა მეორე პოპულარულმა იტალიურმა გამოცემამ „Gazzetta Dello Sport“:

„არსებობს კადრი, რომელიც უკვე ვირუსული გახდა, შუაში კი არის ქართველი, რომელიც მთელ საფეხბურთო სამყაროს ატყვევებს. ის ბალეტის მოცეკვავის მოძრაობებით და ცენტრფორვარდის ძალით ურტყამს ბურთს მარჯვენა ფეხს. თუ თამაში არ გინახავთ და მხოლოდ ამ კადრს უყურებთ, ფიქრობთ: მაგრამ, ის ლურჯი მოთამაშე მარტოა რვა მეტოქის გარემოცვაში, როგორ გაიტანა? მან გაიტანა, როგორც ნამდვილმა ჩემპიონმა, რადგან ჩემპიონებისთვის ძალიან რთული მოქმედებაც მარტივია. ჩვენს ჩემპიონატში არიან ჩემპიონები, მაგრამ ასეთის პოვნა ძნელია“.

მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე ხვიჩამ ლუჩანო სპალეტის შექებაც დაიმსახურა:

„მინდა კვარაცხელია შევაქო მის მიერ ჩატარებული ხარისხიანი თამაშისთვის. ის საკუთარი მეკარისგან ერთ მეტრში ორჯერ გამოჩნდა და ორივე შემთხვევაში ბურთის დაბრუნებაში მიიღო მონაწილეობა, შემდეგ კი წავიდა და მეტოქე გუნდის მეკარეს შეუქმნა საფრთხე. შემიძლია ვთქვა, რომ მან მარადონას დონის გოლი გაიტანა. მას ბურთთან შეხების ისეთი თვისება აქვს, საიდანაც ვერავინ იწინასწარმეტყველებს, თუ საით გააგრძელებს მოძრაობას. ის ბურთს ძალიან მცირე ინტერვალებში ეხება.

როდესაც ის სახეში გიყურებს და შემდეგ შენს მოსატყუებლად მიდის, უბრალოდ განადგურებული რჩები. კვარაცხელიას ერთი-ერთზე თამაშისას ერთი მნიშვნელოვანი თვისება აქვს, როგორც კი ზურგს შეაქცევ, მაშინვე „მკვდარი“ ხარ. ახლა შეიძლება მასთან შედარებით მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელებიც შეაწუხოთ“.

ახლო წარსულში ლეგენდარულმა ფეხბურთელმა მარკო ვან ბასტენმა ნიდერლანდური ტელეკომპანიის „Ziggo Sport“-ის ეთერში, „ატალანტასთან“ ხვიჩა კვარაცხელიას საოცარ გოლზე ისაუბრა.

„სურათს თუ შეხედავთ, თქვენ უბრალოდ დაინახავთ რვა ადამიანს ერთის წინააღმდეგ, შემდეგ კი იფიქრებთ: შეუძლებელია სიმართლე იყოს, რომ ის აქ გოლს გაიტანს. ძირითადად, ის მხოლოდ ერთ კაცს ეთამაშება თავისი მოქმედებებით, მაგრამ მის გარშემო სულ 8 ფეხბურთელია. ეს ფანტასტიკური გოლია! მსუბუქად თამაშობს, ადვილად მოძრაობს მარჯვნივ და მარცხნივ, თანაც სწრაფად. მას აქვს თავისუფლება, კლასი და კარგად იცის, თუ სად და როდის რა გააკეთოს“.

ესპანეთის „ლა ლიგის“ 25-ე ტურში კი გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიამ“ საკუთარ კედლებში „ოსასუნა“ დაამარცხა – 1:0 და ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა. გიორგი მამარდაშვილს მიმდინარე სეზონში ალბათ ყველაზე იოლი თამაში ჰქონდა, რადგან „ოსასუნას“ კარში არ დაურტყამს, შესაბამისად, ქართველს სეივი არ ჰქონია.

გიორგიმ „ლა ლიგის“ მიმდინარე სეზონის 25 მატჩში 28 გოლი გაუშვა, კარის მშრალად შენახვა კი მეხუთედ მოახერხა.

„ვალენსიამ“ ამ გამარჯვებით 26 ქულა დააგროვა და გასავარდნი ზონა დატოვა. სანაკრებო პაუზამდე რუბენ ბარახას გუნდი ბოლო მატჩს 18 მარტს, მადრიდში „ატლეტიკოსთან“ ჩაატარებს.

11 მარტის უმთავრესი გმირი კი ქართველი მებრძოლი მერაბ დვალიშვილი აღმოჩნდა. ბრძოლა, რომელსაც მთელი საქართველო მოუთმენლად ელოდა, დვალიშვილის სრული დომინაციით წარიმართა და ისეთი გამარჯვებით დასრულდა, მცირე კითხვის ნიშანსაც რომ არ ტოვებდა. ქართველმა UFC-ის სუპერმსუბუქი წონის ყოფილი ჩემპიონი პიოტრ იანი უპრობლემოდ დაამარცხა.

პირველი ორი რაუნდი მერაბმა იანი აშკარად დაჩაგრა – ქართველი დგომშიც უკეთესი იყო და რუსზე მეტი თეიქდაუნიც შეასრულა. მესამე რაუნდიც დვალიშვილს დარჩა – იანს ისეთი ტემპი შესთავაზა, რომ პიოტრმა, ფაქტობრივად, ვერაფერი მოახერხა. საჩემპიონო რაუნდების წინ მერაბი რაუნდებში 3:0-ს იგებდა.

ქართველი მეოთხე რაუნდშიც უკეთესი იყო, მეხუთეში და ალბათ, კარიერის საუკეთესო ბრძოლა ჩაატარა, მეტოქეს გადაუარა, სტრაიკინგშიც აჯობა და ჭიდაობაშიც.

ჩხუბის დასრულების შემდეგ მერაბი პირველ კომენტარებში სპორტული ნაწილზე საუბრის გარდა, უკრაინაში მიმდინარე ომს შეეხო და ამასთანავე, ქართველებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

„ძალიან ამაყი ვარ! მადლობა თითოეულ ქართველს, რომელიც ლას ვეგასში ჩემს საგულშემატკივროდ ჩამოვიდა და ყველას, ვინც ბრძოლას თვალს ეკრანებთან ადევნებდა. ქართველები მხოლოდ 5 მილიონი ვართ, მაგრამ ძალიან ძლიერები! ძალიან ბედნიერი გახლავართ, რომ UFC-ში ჩემს ქვეყანას წარმოვადგენ.

ჩხუბამდეც არაერთხელ ვთქვი, რომ ეს ბრძოლა ჩემთვის რიგითი მატჩი არ იყო და მას განსაკუთრებულად ვუდგებოდი. თუმცა მაინც ვცდილობდი პროფესიონალად დარჩენას, რაშიც ჩემი გუნდი მეხმარებოდა. მადლობა ღმერთს, ყველაფერი სწორად გავაკეთე.

პიოტრმა ჩემზე თქვა, ნულიაო. ვინ არის ახლა ნული?! ვინ არის ნულიიი? ჩემი საბრძოლო სტილი ყველას ანგრევს, მხოლოდ ალჯამეინ სტერლინგთან, ნამდვილ ჩემპიონთან მაქვს ხოლმე რთული რაუნდები. სხვა შემთხვევაში კი ყველამ იცის, ჩემმა გუნდმა იცის, ყველაფერი არ უნდა ვთქვა, მაგრამ ძალიან რთული სტილი მაქვს, თან გიგა ჭიკაძე მეძახდა პიოტრისთის ფეხებში ძლიერად დამერტყა, რამაც ძალიან კარგად იმუშავა.  ნებისმიერს მივმართავ: ვისაც უნდა, იმას ვეჩხუბები, მე ისევ მოწყურებული ვარ!“

დაბოლოს: „მინდა ვთქვა, მე ომის წინააღმდეგი ვარ! დიდება უკრაინას, დიდება საქართველოს! დიდება თავისუფლებას! ჩვენ სწორედ ეს გვჭირდება. შეაჩერეთ ომი, ის უნდა დასრულდეს! და საქართველო, მიყვარხართ, ყველას ძალიან დიდი მადლობა!“ – დასძინა მერაბმა.

მერაბ დვალიშვილმა რუსი მებრძოლის დამარცხებით კარიერაში მე-16 გამარჯვება მოიპოვა, UFC-ში ზედიზედ მეცხრე მატჩი მოიგო და ამ მაჩვენებლით საკუთარ დივიზიონში ქართველი ლიდერი გახდა. სამშაბათს, 14 მარტს, მერაბი სუპერმსუბუქ წონაში რეიტინგის, მინიმუმ, მეორე ნომერი გახდება.

გიორგი გაჩეჩილაძე

ავტორი

ხვიჩა კვარაცხელია
გაზიარება2Tweet1Send

ამავე კატეგორიაში

სპორტი

ჩოხატაურელი გიორგი მეფარიშვილი საქართველოს ოცწლამდელთა ეროვნული ნაკრების გაფართოებულ შემადგენლობაში მოხვდა

12:48; 17 თებერვალი, 2026
სპორტი

“ბორჯღალოსნებმა” ნიდერლანდებს მოუგეს

18:12; 15 თებერვალი, 2026
სპორტი

ნიდერლანდებთან მატჩისთვის საქართველოს ნაკრების სამწვრთნელო შტაბმა 23-კაციანი შემადგენლობა დაასახელა

16:48; 13 თებერვალი, 2026
სპორტი

საქართველოს ეროვნული ნაკრების მეტოქეები ცნობილია

21:57; 12 თებერვალი, 2026
სპორტი

ნიკა ეგაძე, ფიგურულ ციგურაობაში, ზამთრის ოლიმპიური თამაშების ფინალშია!

09:55; 11 თებერვალი, 2026

ყველაზე პოპულარული “ღამურა“

წიგნი, რომელიც არ დაწერილა

ყველა სიახლე

სამართალი

გურიაში აფეთქება მოხდა- რა არის ცნობილი

19:52; 17.02.2026
სამართალი

კონფლიქტი გია ბარამიძესთან, თავდასხმა გოგი თოფაძის შვილიშვილზე და ახალი ბრალდება: შეკვეთილი მკვლელობის ორგანიზება – რა არის ცნობილი ბუსა ჟვანიაზე?

16:44; 17.02.2026
საზოგადოება

სახლი იწვის- რა ვითარებაა ადგილზე

15:00; 17.02.2026
პოლიტიკა

“სპორტის უნივერსიტეტი გააუქმეს. სპორტული ინფრასტრუქტურა გაანადგურეს”- მიხეილ ყაველაშვილი

14:31; 17.02.2026
პოლიტიკა

ლევან დავითაშვილი და გაზისა და ნავთობის კორპორაციის ყოფილი მაღალჩინოსნები სუს-ში გამოკითხვაზე იმყოფებიან

14:17; 17.02.2026
ფინანსები

საქართველოს ბანკი ახალ YouTube პროექტ “ფორმაში”-ს იწყებს

14:03; 17.02.2026
საზოგადოება

“უბედურება დამემართა, დავიღუპე…” – გრიშა ონიანი

13:30; 17.02.2026
საზოგადოება

“გამოვრიცხავ, რომ ბუსამ რამე იცოდა” – რას ამბობს ნინო ქადაგიძე-ჟვანია პროკურატურის განცხადებაზე

13:20; 17.02.2026
სპორტი

ჩოხატაურელი გიორგი მეფარიშვილი საქართველოს ოცწლამდელთა ეროვნული ნაკრების გაფართოებულ შემადგენლობაში მოხვდა

12:48; 17.02.2026
საზოგადოება

ნიკო კვარაცხელიას დედა ბუსა ჟვანიას დედას მიმართავს

12:30; 17.02.2026
საზოგადოება

რას ითხოვენ სოფელ მშვიდობაურის მცხოვრებლები

11:43; 17.02.2026
საზოგადოება

ყველაფერს მოგიყვებით დაწვრილებით!!!” _ ნიკო კვარაცხელიას დედა

11:35; 17.02.2026
სამართალი

ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის ორგანიზების საქმეზე, ზურაბ ჟვანიას შვილზე ძებნა გამოცხადდა

11:26; 17.02.2026
სამართალი

კადრები ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმის მასალებიდან – რა ახალ გარემოებაზე საუბრობს პროკურატურა

11:22; 17.02.2026
საზოგადოება

სტუდენტთა ჩარიცხვა გამონაკლისის სახით – რა ცლილებებზე საუბრობს მინისტრი

11:07; 17.02.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“აუცილებელი, რომ არ იყოს ხმას საერთოდ არ ამოვიღებდი” _ რას წერს ბათუმში გაუჩინარებული ბიჭის დედა

12:03; 12.02.2026
0

ჩვენ ორ სხვადასხვა ერად ჩამოვყალიბდით _ მიხეილ სააკაშვილი

11:42; 11.02.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო