თურქეთში ბიბლიას მიაკვლიეს, რომელიც 1500 წლისაა. ფოლიანტი ტყავისაგან არის დამზადებული. ის საკმაოდ სქელტანიანია და ბიბლიის ტექსტი მასში, როგორც არამეულ, ასევე ასირიულ ენებზეა გადმოცემული.
საგულისხმოა, რომ უძველეს ხელნაწერს მეცნიერებმა 8 წლის წინ მიაკვლიეს, თუმცა ის აღმოჩენისთანავე გაქრა და პოლიციელებმა მის მოძიება მხოლოდ მას შემდეგ შეძლეს, რაც ქვეყნის სამხრეთ ნაწილში კონტრაბანდისტთა სერიოზული ჯგუფი დააკავეს.
წიგნი ამჟამად ანკარას ეთნოგრაფიულ მუზეუმშია განთავსებული და მეცნიერთა განცხადებით, წინ რესტავრაციის საკმაოდ მძიმე და ხანგრძლივი პროცესი ელის.
იმის გარდა, რომ 1500 წლის ბიბლია ისტორიულ და ლინგვისტურ საგანძურს წარმოადგენს, ის თეოლოგიური დავების საგნადაც იქცა. ვატიკანმა უკვე მოუწოდა ანკარას არტეფაქტის მრავალმხრივი ანალიზი ჩატარდეს. ვარაუდობენ, რომ უძველესი ხელნაწერი შესაძლო სახარების იმ ვერსიას შეიცავდეს, რომელიც დაკარგულად ითვლება და რომლის არსებობის თაობაზეც მეცნიერები უკვე საუკუნეებია დავობენ.
ავტორი