ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივნმა, ლოიდ ოსტინმა, უკრაინის თავდაცვის საკითხებზე საკონტაქტო ჯგუფის შემხვედრის დაწყებამდე განაცხადა, რომ 9 ქვეყანა უკრაინისთვის Leopard-ის 150-ზე მეტი ტანკის გადაცემას გეგმავს.
”ბოლო სამი თვის განმავლობაში, ამ საკონტაქტო ჯგუფის წევრებმა გამოავლინეს გამორჩეული ლიდერობა იმ შესაძლებლობების ჩამოყალიბებაში, რომელიც უკრაინას სჭირდება თავისი სუვერენიტეტის დასაცავად და ბრძოლის ველზე იმპულსის გასაძლიერებლად.
ქვეყნების კოალიცია, რომლებიც უკრაინას ლეოპარდის ტანკებით უზრუნველყოფენ, აგრძელებს ზრდას. ახლა 9 ქვეყანას აქვს ვალდებულება უზრუნველყოს 150-ზე მეტი ლეოპარდის ტანკი”, – თქვა ოსტინმა.
ავტორი