ჩინეთის საკუთრებაში არსებული სოციალური მედიის აპლიკაცია TikTok აიკრძალება ტელეფონებზე, რომლებსაც იყენებენ დიდ ბრიტანეთში მთავრობის მინისტრები და საჯარო მოხელეები.
როგორც BBC იუწყება, ამის შესახებ მინისტრთა კაბინეტის მინისტრი ოლივერ დაუდენი დეპუტატებთან განცხადებას მოგვიანებით გააკეთებს.
ოფიციალური კომენტარი არ ყოფილა – მაგრამ დოუდენი, სავარაუდოდ, დაადასტურებს აპლიკაციის აკრძალვას ყველა მოწყობილობაზე.
ცნობისთვის, TikTok-ს ადანაშაულებენ მომხმარებელთა მონაცემების ჩინეთის მთავრობისთვის გადაცემაში. კომპანიამ ეს კატეგორიულად უარყო.
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, კანადამ, ბელგიამ და ევროკომისიამ უკვე აკრძალეს აპლიკაცია.