სლოვაკეთი უკრაინას 13 MiG-29 გამანადგურებლს გადასცემს, – ამის შესახებ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა ედუარდ ჰეგერმა განაცხადა.
“სლოვაკეთის მთავრობამ ახლახან დაამტკიცა 13 MiG-29 გამანადგურებლის გაგზავნა უკრაინაში! დაპირებები უნდა შესრულდეს, როდესაც უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ითხოვა მეტი იარაღი, მათ შორის მოიერიშე თვითმფრინავები, მე ვთქვი, რომ ყველაფერს გავაკეთებთ. მიხარია, რომ სხვებიც იგივეს აკეთებენ“, – წერს მინისტრი.
უკრაინული მედიის ცნობით, თუმცა ჯერ უნცობია როდის ჩავლენ ისინი უკრაინაში, თვითმფრინავები ჯერ სლოვაკეთის ტერიტორიაზეა.
ცნობისთვის, ხუთშაბათს პოლონეთმა გამოაცხადა, რომ უახლოეს დღეებში უკრაინას 4 MiG-29 მოიერიშე თვითმფრინავს გადასცემს. მთლიანობაში, პოლონეთი კიევში 10 ასეთი თვითმფრინავის გადაცემას აპირებს. უკრაინამ ასევე სთხოვა შეერთებულ შტატებს მისთვის F-16 გამანადგურებლების გადაცემა, მაგრამ ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია ამბობს, რომ ჯერ არ არის მზად ამისათვის.
ავტორი