ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები იწყება.
სურსათის ეროვნული სააგენტოს აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო მართვის ცენტრის წარმომადგენლებმა საინფორმაციო შეხვედრა გამართეს ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან. აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო მართვის ცენტრი მავნებლის მონიტორინგს იწყებს. აზიური ფაროსანას იდენტიფიკაციის მიზნით, სააგენტოს სპეციალისტები მონიტორინგს საკარმიდამო ნაკვეთებსა და მიტოვებულ შენობებში ახორციელებენ. საწყის ეტაპზე, იმ ტერიტორიებზე, სადაც მავნებლის დიდი კონცენტრაცია დაფიქსირდება, დამონტაჟდება „მოიზიდე და გაანადგურე“ სადგურები, რაც შეამცირებს მავნებლის რაოდენობას და ხელს შეუწყობს გავრცელების ზუსტი არეალის დადგენას. მონიტორინგის შედეგების გათვალისწინებით, ტემპერატურის მატებასთან ერთად, დაიგეგმება შესაბამისი ღონისძიებები. |
Developed By Web Features 2024 © All rights reserved