ჰააგის საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს გადაწყვეტილება პუტინის დაკავების ორდერის გამოცემის შესახებ, ისტორიულია – ასე გამოეხმაურა twitter – ზე უკრაინის გენერალური პროკურორი, ანდრი კოსტინი.
მისივე თქმით, მსოფლიომ მიიღო სიგნალი, რომ რუსეთის რეჟიმი კრიმინალურია.
,,ახლა, თუ პუტინი დატოვებს რუსეთს, მას დააპატიმრებენ და გადასცემენ სასამართლოს. მსოფლიო ლიდერები ორჯერ დაფიქრდებიან, სანამ მის ხელს ჩამოართმევენ ან პუტინთან მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდებიან. ეს არის კიდევ ერთი ნათელი სიგნალი მსოფლიოსთვის, რომ რუსეთის რეჟიმი კრიმინალურია.
მე პირადად მადლობელი ვარ“ – დაწერა პროკურორმა.
მისი თქმით, ყველაფერს გააკეთებენ, რომ ბავშვები სახლში დაბრუნდენენ და ყველა დამნაშავე პასუხისგებაში მიეცეს.
ამ ისტორიული გადაწყვეტილების გამო. ჩვენ ვაგრძელებთ მჭიდრო თანამშრომლობას ICC-თან უკრაინელი ბავშვების ძალადობრივი დეპორტაციის საქმეებში. 40-ზე მეტი ტომი საქმის მასალები, 1000-ზე მეტი გვერდის მტკიცებულება უკვე გაზიარებული ICC-სთვის.
ბავშვთა ძალადობრივი დეპორტაციის 16000-ზე მეტი შემთხვევაა გამოძიებული, ჩვენ ვშიშობთ, რომ რეალური რიცხვები შეიძლება იყოს უფრო მაღალი. რუსეთი ფაქტიურად ანადგურებს ჩვენს მომავალს. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ბავშვები სახლში დავაბრუნოთ და საზარელი დანაშაულის ჩამდენი ყველა დამნაშავე პასუხისგებაში მიეცეს“ – თქვა უკრაინის გენერალურმა პროკურორმა.
ავტორი