ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე ჰააგის სასამართლოს მიერ პუტინის დაპატიმრების ორდერის გაცემას ეხმაურება.
ანჯაფარიძის თქმით, ჰააგის ეს გადაწყვეტილება გარკვეულ დისკომფორტს შეუქმნის მაკრონსა და შოლცს.
“ჰააგის სასამართლოს მიერ პუტინის დაპატიმრების ორდერის გაცემით, რუსეთ-დასავლეთის კონფრონტაციის თამასა კიდევ უფრო მაღლა აიწია.
მაკრონი და შოლცი აწი ვეღარ დაელაპარაკებიან პუტინს ტელეფონით, ისე რომ დისკომფორტი არ შეექმნათ.
ყველასთვის ცხადია რომ ეს იყო რამდენადაც სამართლებრივი, იმდენად პოლიტიკური გადაწყვეტილება, რითაც დასავლეთმა პუტინს და მის გარემოცვას მკაფიო სიგნალი გაუგზავნა.
დაველოდოთ გაგრძელებას”, _ ამბობს ანალიტიკოსი.