დასავლეთის მიერ მხარდაჭერილი შეთანხმება, რომელიც კოსოვოსა და სერბეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზებას ისახავს მიზნად ბელგრადში ათასობით ადამიანმა გააპროტესტა. ისინი შეთანხმებას კოსოვოს დამოუკიდებლობის აღიარებად მიიჩნევენ. ინფორმაციას reuters ავრცელებს.
სერბეთის კონსტიტუცია კოსოვოს ტერიტორიის განუყოფელ ნაწილად მიიჩნევს, მიუხედავად იმისა, რომ მან დამოუკიდებლობა 2008 წელს გამოაცხადა აშშ-სა და ევროკავშირის მხარდაჭერით. ორმხრივი კავშირები უნდა გამოსწორდეს, რათა სერბეთმა და კოსოვომ მიაღწიონ თავიანთ სტრატეგიულ მიზანს, ევროკავშირში გაწევრიანებას.
აქციის მონაწილეებს ეჭირათ სერბეთის დროშები და ბანერები წარწერით: “კოსოვო არ იყიდება”, “სერბეთი და არა ევროკავშირი” და “არა კაპიტულაციას”.
სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდრ ვუჩიჩი შაბათს შეხვდება კოსოვოს პრემიერ-მინისტრს ალბინ კურტის და ევროკავშირის ოფიციალურ პირებს ოჰრიდში, ჩრდილოეთ მაკედონიაში, რათა განიხილონ ურთიერთობების ნორმალიზების შესახებ შეთანხმების შესრულება, რომელზეც მხარეები გასულ თვეში შეთანხმდნენ.
“ვფიქრობ, შეთანხმება გულისხმობს, რომ ჩვენ ვაღიარებთ კოსოვოს, რაც მიუღებელია”, – თქვა ბოგდანმა, 26 წლის სტუდენტმა მომიტინგემ, რომელმაც უარი თქვა გვარის დასახელებაზე ინტერვიუში.
„ეს მხოლოდ პროტესტის დასაწყისია“, – თქვა მილოშ იოვანოვიჩმა, სერბეთის დემოკრატიული პარტიის ლიდერმა, რომელიც პროტესტის ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო.
„ეს (გარიგება) ნამდვილად არის (კოსოვოს) აღიარება, თუ ამას პირდაპირ ამბობთ თუ არაპირდაპირ იგულისხმება, ეს მაინც აღიარებაა და მიუღებელია“.
1999 წელს ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციამ (ნატო) დაბომბა სერბეთი კოსოვოდან სერბეთის ძალების მიერ ალბანელთა უმრავლესობის განდევნის საპასუხოდ.