საფრანგეთში საპენსიო რეფორმის გასაპროტესტებელი აქცია მომიტინგეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირებაში გადაიზარდა. დაკავებულია არაერთი ადამიანი.
პოლიციამ აქციის დასაშლელად ცრემლსადენი გაზი გამოიყენა, აქციის მონაწილეებმა კი სამართალდამცავების მისამართით მაშხალები ისროლეს.
საზოგადოების პროტესტი პრეზიდენტ მაკრონის გადაწყვეტილებამ გამოიწვია, რომელიც საპენსიო ასაკის 62 წლიდან 64 წლამდე გაზრდას ითვალისწინებს კენჭისყრის გარეშე.
მთავრობამ განაცხადა, რომ საპენსიო ცვლილებები აუცილებელია იმისათვის, რომ სისტემა არ იყოს გადატვირთული და არ მოხდეს მისი კოლაფსი, მაგრამ ამ გადაწყვეტილებას ბევრი ადამიანი, მათ შორის პროფკავშირის წევრები, არ ეთანხმებიან.