საქართველოს ჩემპიონატი ჩატარდა ქალაქ ხაშურში 2009-2010 წლებში დაბადებულთა შორის, რომელშიც მთელი სპორტსმენები ქვეყნის მასშტაბით მონაწილეობდნენ .
მათ შორის იყო სამტრედიის სპორტული სკოლის მოსწავლე, 13 წლის ვეფხვია წიქვაძე, რომელმაც საერთო ჯამში ექვსი შეხვედრა მოიგო და საქართველოს ჩემპიონი გახდა;
მწვრთნელები ბესარიონ შვანგირაძე და ავთანდილ თარგამაძე.
ვეფხვია წიქვაძე სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის მეცხრე საჯარო სკოლის მოსწავლეა.
მწვრთნელები მასზე, როგორც პერსპექტიულ მოჭიდავეზე, დიდ იმედებს ამყარებენ.
ავტორი