17-19 მარტს, ქალაქ ბათუმში, ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში უმცროს ჭაბუკთა შორის, დამსახურებული მწვრთნელის, საერთაშორისო კატეგორიის არბიტრის, გელა ჯანელიძის სახელობის საერთაშორისო ღია პირველობა გაიმართა.
პრესტიჟულ ტურნირზე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ-გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანებასთან არსებული ჭიდაობის სექციის სპორტსმენები ღირსეულად წარსდგნენ და შინ 13 მედლის წამოღება შეძლეს.
I ადგილი: დავით ცინარიძე (23 კგ.), გიორგი ჩხიკვაძე (29 კგ.) ნიკოლოზ კუტუბიძე (41 კგ.), ერეკლე მაჭარაშვილი (44 კგ.), დავით მხეიძე (48 კგ.), გაგა მიქელაძე (62 კგ.), ნიკოლოზ ჯოგლიძე (70 კგ.), მამუკა ცინცაძე (75 კგ.).
II ადგილი: თორნიკე ქათამაძე (44 კგ.), საბა ჩხეიძე (62 კგ.).
III ადგილი: დავით მატკავა (35 კგ.), მათე ცეცხლაძე (41 კგ.), გიორგი კვერღელიძე (57 კგ.).
ოზურგეთის გუნდი ასპარეზობისთვის მოამზადეს მწვრთნელებმა: ძმება ზურაბიანებმა, იაგო ბოკუჩავამ, ლაშა გუჯაბიძემ, კახაბერ აბაშიძემ, გურამ მაჭარაშვილმა, გურამ და ალიკა აბაშიძეებმა, ქემალ ხარაბაძემ, ლაშა ქადეიშვილმა.
ოზურგეთელი მოჭიდავეების გასამხნევებლად და სტიმულის მისაცემად ტურნირზე იმყოფებოდა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ-გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანების გენერალური დირექტორი კობა ბალავინოვი.