სერბეთს სურს ნორმალური ურთიერთობა კოსოვოსთან, მაგრამ მაინც არ მოაწერს ხელს მასთან რაიმე შეთანხმებას, _ აღნიშნული განცხადება პრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩმა გააკეთა ერთი დღის შემდეგ, რაც სიტყვიერად დათანხმდა დასავლეთის მიერ მხარდაჭერილი ურთიერთობების ნორმალიზაციის გეგმის განხორციელებას.
სერბეთს სურს ევროკავშირში გაწევრიანება და გაწევრიანების პირობა არის ურთიერთობების ნორმალიზება კოსოვოსთან, რომელმაც დამოუკიდებლობა გამოაცხადა 2008 წელს, მაგრამ ბელგრადი კვლავ სერბულ პროვინციად მიიჩნევს.
“სერბეთს სურს ნორმალური ურთიერთობა ჰქონდეს კოსოვოსთან. ჩვენ გვინდა მოგზაურობა, გვინდა ბიზნესი, თქვენ არ შეგიძლიათ იზოლირებულად იცხოვროთ 100 მეტრიანი კედლების მიღმა. არ მსურს ხელი მოვაწერო რაიმე საერთაშორისო იურიდიულად სავალდებულო დოკუმენტს კოსოვოსთან, რადგან სერბეთი არ ცნობს მის დამოუკიდებლობას“,_ განაცხადა ვუჩიჩმა.