პრემიერ-მინისტრი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების ახალ მინისტრს წარადგენს, – ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსი ნინო გიორგობიანი ავრცელებს.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის სხდომა დღეს, 14:00 საათზე გაიმართება.
„ქრონიკის“ ინფორმაციით, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი ამილახვარი იქნება, რომელიც ამ დრომდე პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარეა.