მთავრობაში ცვლილებებია – პრემიერმა რამდენიმე წუთის წინ გააკეთა განცხადება.
ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ ჩხენკელმა თანამდებობა საკუთარი სურვილით დატოვა. ახალ მინისტრზე საუბრისას კი პრემიერმა განაცხადა, რომ ამილახვარს ძალიან წარმატებული კარიერა ჰქონდა და ის კარგად იცნობს განათლების სფეროში არსებულ გამოწვევებს.
მიხეილ ჩხენკელს აღნიშნული პოსტი ორჯერ ეკავა – ჯერ 2017 წელს. მეორედ 2019 წელს დაინიშნა განათლების მეცნიერების, კულტურის და სპორტის მინისტრად. 2021 წლიდან კი მას შემდეგ რაც განათლების და კულტურის სამინისტროები გაიმიჯნა, ჩხენკელმა განათლების და მეცნიერების სამინისტრო ჩაიბარა.
მინისტრობის ახალი კანდიდატი გიორგი ამილახვარი მეათე მოწვევის პარლამენტის წევრია „ქართული ოცნების“ პარტიული სიით.