ჩოხატაურელი ნინი ჩხიკვაძე FLEX-ის პროგრამის გამარჯვებულია, _ ამის შესახებ სოციალურ ქსელში ნინის დედამ თამარ კურტანიძემ დაწერა.
გილოცავ, დედი, მომავალ ლიდერთა გაცლით პროგრამაში მოხვედრას!
წინ უამრავი წარმატება და საინტერესო დღე გელოდება!
ვამაყობთ შენით! მიყვარხარ საკუთარ თავზე მეტად! _ წერს ნინის დედა.
ნინი ჩხიკვაძე ჩოხატაურის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახელობის სამრევლო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლეა.