“ტვ პირველის” ჟურნალისტზე, ნატო გოგელიაზე თავმდამსხმელი მამუკა ანდღულაძე სააპელაციო სასამართლომ გაათავისუფლა.
მამუკა ანდღულაძეს გათავისუფლების შემდეგ კომენტარი არ გაუკეთებია.
ცნობისთვის, ჟურნალისტი ნატო გოგელია მასთან კითხვების დასასმელად სახლში მივიდა, მამაკაცი მას ფიზიკურად გაუსწორდა და ის მობილური ტელეფონი დაუმტვრია, რომლითაც გადაღებას აწარმოებდა.