“ნახსენები იყო ვანო ჩხიკვაძემ ერთ-ერთი ენჯეოშნიკი, უცხოელი გაენტი დადებით კონტექსტში, რომ თითქოს, ევროინტეგრაცია მას მოუტანია საქართველოში. თუ არ ვცდები, უსუფაშვილმა ახსენა. ვანო ჩხიკვაძე არის ის კაცი, რომელმაც დაწერა დასკვნა იმის შესახებ, რომ საქართველოს არ უნდა მინიჭებოდა კანდიდატის სტატუსი. აი ეს არის სერგო ორჯონიკიძე. თქვენი ვანო ჩხიკვაძე, რომელსაც დღეს დააბრალენ ევროინტეგრაციის გულშემატკივრობა. ვანო ჩხიკვაძე არის უცხოელი აგენტი,სერგო ორჯონიკიძის სახე, რომელიც პირდაპირ დაუპირისპირდა საქართველოს ევროინტეგრაციას.” _ ასე გამოეხმაურა “ქართული ოცნების” თავმჯდომარე პარლამენტის ტრიბუნიდან დეპუტატ დავით უსუფაშვილის განცხადებას.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტში სიტყვით გამოსვლის შემდეგ უსუფაშილმა კომენტარი გააკეთა:
„მინდა ბატონი პრემიერ-მინისტრი ცოტათი დავამშვიდო – საქართველოში არანაირი რეჟიმის ცვლილება არ იქნება რაიმე დემონსტრაციის ფონზე, მაგრამ მინდა ავაღელვო კიდეც ცოტათი, რომ რეჟიმის ცვლილება აუცილებლად იქნება, ოღონდ ეს იქნება არჩევნების შემდეგ, 2024 წელს. კი, ასე იქნება, ირაკლი აღარ იქნება პრემიერი და ამასთან მოუწევს შეგუება. და არც ვანო მერაბიშვილი არასოდეს აღარ იქნება პრემიერი და მასაც მოუწევს ამასთან შეგუება. „ლელოს“ და ქართული ოპოზიციის უდიდესი ნაწილის პოლიტიკური პოზიცია ეს არის და დარწმუნებული ვარ, საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილის პოლიტიკური ხედვა ესაა, რომ ძალიან მალე, არჩევნების გზით უნდა დასრულდეს ის ორი ეპოქა, რომელმაც ჯამში ჯერ ერთმა, მერე მეორემ და მერე ერთმანეთთან კინკლაობაში ამ ქვეყანას უდიდესი ზარალი და ზიანი მიაყენეს.”