საფრანგეთში საპენსიო რეფორმის წინააღმდეგ საპროტესტო აქციების დროს, ხუთშაბათს, 457 ადამიანი დააკავეს, 441 უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი კი დაშავდა,_ განაცხადა საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ჯერალდ დარმანინმა.
”იყო უამრავი დემონსტრაცია და ზოგიერთი მათგანი ძალადობაში გადაიზარდა, განსაკუთრებით პარიზში”, – დასძინა დარმანინმა და თქვა, რომ ზარალის რაოდენობა ”რთულია” და აქებდა პოლიციას მილიონზე მეტი ადამიანის დაცვისთვის, ვინც საფრანგეთის გარშემო მსვლელობა მოაწყო.
ცნობისთვის, საფრანგეთის პოლიცია იუწყებოდა, რომ მოსალოდნელი იყო ანარქისტული ჯგუფების შეღწევა პარიზში, დემონსტრანტების მსვლელობაში. როგორც მოგვიანებით გამოჩნდა, კაპიუშონიანმა და ნიღბიანმა ახალგაზრდებმა, ფანჯრები ჩაამსხვრიეს, გააჩინეს არაერთი ხანძარი.
პოლიციამ დემონსტრანტების დასაშლელად ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.
საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრი მიიჩნევს, რომ ძალადობის გამო კანონი, რომელსაც საზოგადოება აპროტესტებს, არ უნდა გაუქმდეს.
”მე არ ვფიქრობ, რომ უნდა გავაუქმოთ ეს კანონი ძალადობის გამო. კანონის გაუქმება ნიშნავს, რომ სახელმწიფო არ არსებობს. ჩვენ უნდა გვქონდეს დემოკრატიული დებატები, მაგრამ არა ძალადობრივი დებატები“,_ განაცხადა მან.
ხუთშაბათს, შეტაკებების დროს ბორდოს მერიის შესასვლელს ცეცხლი წაუკიდეს.
”მე მიჭირს ამ ტიპის ვანდალიზმის გაგება და მიღება,” – განუცხადა ბორდოს მერმა, პიერ ჰურმიკმა რადიო RTL პარასკევს.
„რატომ აყენებთ ზიანს ჩვენს კომუნალურ შენობას? მე შემიძლია მხოლოდ უმკაცრესად დავგმო ეს“.