აშშ-ის ფსიქიატრთა ასოციაციამ ოფიციალურად დაადასტურა, რომ საკუთარი თავის გამუდმებული ფოტოგრაფირება, ანუ სელფის გადაღება ფსიქიკურ აშლილობაზე მეტყველებს.
აშლილობა, რომელსაც „Selfitis“ ეწოდა, განიმარტება შემდეგნაირად:
აბსესიურ-კომპულსიური სურვილი საკუთარი თავისთვის ფოტოს გადაღებისა და მისი სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებისა, რათა ამ გზით შეივსოს საკუთარი თავისადმი პატივისცემისა და ასევე ურთიერთობების უკმარისობა.
ამერიკის ფსიქიატრთა ასოციაციის კლასიფიკაციით, ახალი ტიპის აშლილობაში სამი ქვეტიპი გამოიყოფა:
მოწესრიგებული სელფისტები – როდესაც ადამიანი დღეში, სულ ცოტა, სამჯერ მაინც იღებს ფოტოს, ოღონდ სოციალურ ქსელში არ აქვეყნებს.
მწვავე სელფისტები – როდესაც ადამიანი ყოველდღიურად სამჯერ მაინც იღებს ფოტოს და ყველა მათგანს აქვეყნებს სოციალურ ქსელში.
ქრონიკული სელფისტები – ადამიანები, რომლებსაც 24 საათის განმავლობაში საკუთარი თავის ფოტოგრაფირების დაუოკებელი წყურვილი ამოძრავებთ და, სულ ცოტა, დღეში ექვსჯერ მაინც აქვეყნებენ ფოტოებს სოციალურ ქსელებში.
ამას გარდა, ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ მეცნიერებმა ასევე სერიოზულ ფსიქიკურ აშლილობად შერაცხეს სპორტდარბაზებში თუ დილის გარბენების დროს გადაღებული ფოტოების პუბლიკაცია. მათი აზრით, ეს პიროვნების ნარცისტულ გადახრებზე მიანიშნებს.
ავტორი