თელ-ავივის უნივერსიტეტის მეცნიერთა ჯგუფმა დაადგინა, რომ ზოგიერთი მცენარე მაღალი სიხშირის ხმას გამოსცემს გარემოს სტრესული ზემოქმედების შედეგად.
მკვლევარებმა ექსპერიმენტი პომიდვრის და თამბაქოს მცენარეებზე ჩაატარეს: მათ აღარ დაუსხეს წყალი და დაუზიანეს ღეროები, რეაქციას კი 10 სანტიმეტრის მანძილზე დამონტაჟებული მიკროფონით აკვირდებოდნენ.
ორივე შემთხვევაში მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ მცენარეებმა ულტრაბგერითი ხმების გამოცემა დაიწყეს 20-იდან 100 კილოჰერცამდე დიაპაზონში. ამ ხმებით, სავარაუდოდ, მათ მიერ განცდილი ტკივილის შესახებ სხვა მცენარეებს და ახლოს მყოფ ორგანიზმებს აცნობებდნენ.
როგორც აღმოჩნდა, მცენარეები სხვადასხვა სახის სტრესზე სხვადასხვა ინტენსივობის ხმას გამოსცემდნენ. მაგ. თამბაქოს მცენარეები უფრო ხმამაღალ ბგერებს გამოსცემდნენ მაშინ, როდესაც მათ წყალს აღარ უსხამდნენ, ვიდრე მაშინ, როდესაც ღეროებს აჭრიდნენ.
მეცნიერთა ჯგუფის თქმით, სხვადასხვა ტიპის ხმების მოსმენა, რომელთაც მცენარეები გამოსცემენ, შესაძლოა გამოყენებულ იქნას მოწათმოქმედების სფეროში და ფერმერებს საშუალებას მისცეს, უფრო მეტი სიზუსტით გამოავლინონ კულტურებთან დაკავშირებული პოტენციური პრობლემები.
ავტორი