პალეონტოლოგთა საერთაშორისო ჯგუფის განცხადებით, შუა პლეისტოცენის პერიოდის აფრიკის მცხოვრებლები, შესაძლოა, ადამიანთა ახალ სახეობას, „Homo bodoensis“ მიეკუთვნებოდეს.
მეცნიერების აზრით, „Homo bodoensis“ აფრიკაში შუა პლეისტოცენის პერიოდში, დაახლოებით 500 ათასი წლის წინ ცხოვრობდა და თანამედროვე ადამიანების პირდაპირი წინაპარი იყო. მათ ამ პერიოდის ცნობილი ადამიანის ნაშთები აფრიკიდან და ევრაზიიდან ხელახლა შეაფასეს. ადრე ეს ნამარხები ჰაიდელბერგის ან როდოსელი ადამიანის ნაშთებად ითვლებოდა. თუმცა, ამ სახეობებთან დაკავშირებით დაბნეულობა იყო. მაგალითად, სავარაუდოდ, ჰაიდელბერგის ადამიანის ზოგიერთი ნაშთი დნმ-ის ანალიზის შემდეგ აღმოჩნდა, რომ ეს ნეანდერტალელების ნაშთები იყო.
როდოსელი ადამიანის შესახებ კი ძალიან ცოტა რამ არის ცნობილი და კრიტერიუმები, რომლითაც ამა თუ იმ ნაშთების იდენტიფიცირებაა შესაძლებელი, ძალიან ბუნდოვანია.
ახალი შეფასებით, ზოგიერთი ნაშთი, შესაძლოა, ნეანდერტალელის ნაშთებად გადაკლასიფიცირდეს. დანარჩენები კი, შესაძლოა, ერთ სახეობად – „Homo bodoensis“-ად გაერთიანდეს. ამ კატეგორიას შუა პლეისტოცენის პერიოდის ადამიანების უმეტესობა ხვდება – აფრიკიდან და ზოგიერთი სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპიდან.
ავტორი