ოზურგეთის ვახტანგ ბლაგიძის სახელობის სპორტის სასახლემ ჭიდაობაში, კადეტთა შორის (თავისუფალი, ბერძნულ-რომაული სტილი) საქართველოს ჩემპიონატს უმასპინძლა.
ასპარეზობაში სხვადასხვა წონითი კატეგორიის 500-ზე მეტი სპორტსმენი მონაწილეობდა.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ-გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანებასთან არსებულმა ჭიდაობის სექციის სპორტსმენებმა საქართველოს პირველობაზე გამორჩეულად იასპარეზეს და შინ შვიდი მედლის, მათ შორის, 1 ოქროს, 1 ვერცხლისა და 5 ბრინჯაოს დატოვება შეძლეს.
ასევე ოზურგეთმა ჩემპიონატზე გუნდური მეორე ადგილი დაიკავა.
I ადგილი
ერეკლე თავბერიძე _ 55 კგ.
II ადგილი
რეზი გუჯაბიძე _55 კგ.
III ადგილი
გიორგი ტაკიძე _ 71კგ.
კონსტანტინე ცეცხლაძე _ 65 კგ.
ლუკა ფიფია – 60 კგ.
დათო ზეინკლიშვილი – 55 კგ.
ლუკა კილაძე – 48 კგ.
ლუკა ფიფია და ლუკა კილაძე მიღწეული შედეგით საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში მოხვდებიან.
მწვრთნელები: ძმები ზურაბიანები , ლაშა გუჯაბიძე, კახაბერ აბაშიძე.
წარმომადგენლობითი, მასშტაბური სპორტული ღონისძიება ჭიდაობის ეროვნულმა ფედერაციამ და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ-გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანებამ ერთობლივად ჩაატარა.
საქართველოს პირველობას ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი, ავთანდილ თალაკვაძე, ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია, რეგიონული და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.
საქართველოს ჩემპიონებს და პრიზიორებს მედლები, სიგელები და თასები გადაეცათ.
აღნიშნულ ჩემპიონატზე საპრიზო ადგილზე გასული მოჭიდავეები , საქართველოს ნაკრებში ჩაირიცხებიან და ევროპისა და მსოფლიოს პირველობაზე იასპარეზებენ.