ჟურნალისტი ინგა გრიგოლია:
,,არა რა… როგორ არ დავწერო… ბოლო წლებში, ყველაზე მეტად ორჯერ მაგინა მთელმა საქოცეთმა _ ერთხელ, პრემიერ გახარიასთან ინტერვიუს მერე და მეორედ _ ახლადარჩეულ პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან…
ისე მაგინებდნენ, გულს იგლეჯდნენ… ჩინოვნიკებიდან დაწყებული, ტროლ-ბოტებით დამთავრებული…
უძვრებოდნენ, ეტენებოდნენ, ექლესებოდნენ და მე დედას მაგინებდნენ…
ხოდა, ახლა მე ვზივარ და ვსკდები სიცილით, ზუსტად იგივე ხალხი რომ ათრევს სალომეს და გახარიას, ვხარხარებ… _ წერს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ინგა გრიგოლია.