ამერიკელმა დიეტოლოგმა ლორენ მანაკერმა თავის დროზე უარი თქვა ყავაზე და აღმოაჩინა ხუთი პროდუქტი, რომლებიც მის ენერგიულობასა და სიფხიზლეს უწყობენ ხელს.
ოთხი წლის წინ მანაკერი ავარიაში მოხვდა. იმისათვის, რომ ტვინის შერყევისთვის ეფექტიანად ემკურნალა, ექიმის რჩევით ყავაზე უარი განაცხადა. საყვარელი სასმელის გარეშე ცხოვრება საკმაოდ გაურთულდა, მაგრამ მისი შემცვლელები მალევე აღმოაჩინა.
დილაობით დიეტოლოგი „კურკუმას ლატეს“ მიირთმევს: თბილი რძის ნაზავი ჯანჯაფილთან და კურკუმასთან ერთად, რომელშიც მწიკვ პილპილს უმატებს. თითოეულ ინგრედიენტს თავისი როლი აქვს. რძეში არის ცილა, რომელიც ორგანიზმს დილაობით სჭირდება, კურკუმა შეიცავს ანტიოქსიდანტებს.
კვირაში ორჯერ მანაკერი საქონლის ხორცს მიირთმევს. ეს პროდუქტი რკინის მნიშვნელოვანი წყაროა, რომლის ნაკლებობამაც შესაძლოა დაღლილობა გამოიწვიოს. მისი საღამოს რაციონი კივისგან შედგება – ის ჰორმონ სეროტონინს შეიცავს, რაც კარგ გამოძინებას უწყობს ხელს. დიეტოლოგი რეკომენდაციას უწევს ბევრი წყლის დალევასა და მაკარონის მირთმევას.
ავტორი