დღეს ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში დაღუპული არჩილ ტატუნაშვილის დაბადების დღეა. მას 40 წელი შეუსრულდებოდა.
ის 2018 წლის 22 თებერვალს ოკუპირებულ ახალგორში უკანონოდ დააკავეს, 23 თებერვალს კი ოკუპირებულ ცხინვალში გარდაიცვალა.
ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებამ ოჯახს არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი თითქმის ერთი თვის დაგვიანებით გადასცა.
20 მარტს გადმოასვენეს და 24 მარტს მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს. გარდაცვალების შემდეგ ღირსების ორდენით დაჯილდოვდა.