“დათუ, 2 აპრილი შენი დაბადების დღე უნდა აღგვენიშნა, გუშინ ერთმა ტყვიამ დაასრულა შენი სიცოცხლე ჩემო ჭკვიანო. ყოველთვის სტიმული მომცემი იყავი, ყოველთვის მეიმედებოდი და შენი იმედი მქონდა. როგორ გიხაროდა თითოეული დაწყებული საქმე. დღეს ვერ მოგილოცავ დაბადების დღეს, დათუ. შეხვედრამდე, ემშვიდობებიან გარდაცლილს სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ რომ წყალტუბო-ქუთაისის გზაზე მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით ცნობილი ხდება, რომ ინციდენტი სამ მეგობარს შორის ურთიერთშელაპარაკებით დაიწყო.
არსებული ინფორმაციით, მეგობრები რესტორანში ქეიფობდნენ, იქიდან გამოსვლის შემდეგ კი ნასვამ მდგომარეობაში მყოფები რესტორნის მიმდებარე ტერიტორიაზე ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. ერთ-ერთმა სიტუაციის განმუხტვის მიზნით, რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო და სავარაუდოდ, შემთხვევით, ერთი გასროლით ორი მეგობრის სიცოცხლე შეიწირა.
praimtaimi