ვერძი
აპრილი თქვენი თვეა. თუ სამსახურის საქმეებს ცოტა ხნით გვერდით ჩააჩოჩებთ, რომანტიკის სამყაროში და სასიყვარულო თავგადასავლებში აღმოჩნდებით.
კურო
აირჩიეთ ის ადამიანი, რომელიც ნამდვილად მოგწონთ და ეცადეთ, თავი მოაწონოთ. თავადაც ყურადღების ცენტრში აღმოჩნდებით. თქვენზე იზრუნებენ, მაგრამ სრულ გამარჯვებამდე ჯერ შორია.
ტყუპი
აპრილი სასიყვარულო თავგადასავლებით დაგამახსოვრებთ თავს. გაქვთ შანსი, გაიცნოთ მამაკაცი, რომელიც დაუვიწყარ საყვარელს გაჩუქებთ. მოემზადეთ სერიოზული გრძნობების გამოსაცდელად, აპრილში მიხვდებით, რომ ქარაფშუტული კავშირები სათქვენო აღარაა.
კირჩხიბი
საინტერესო შეხვედრები გელით, მარამ ვერ გეტყვით, რომ ყველაფერი ისე დასრულდება, როგორც ჰოლივუდურ ფილმებშია. რომანტიკული თავგადასავლები ხანგრძლივ რომანში შეიძლება არ გადაიზარდოს. უბრალოდ, უნდა ისწავლოთ დროის სასიამოვნოდ გატარება.
ლომი
სამსახურებრივი საქმეების გამო პირადი ცხოვრება სადღაც კუთხეში გყავთ მიკუჭული. ამის გამო შეიძლება გააბათ სასიყვარულო მიმოწერა ან რომანტიკული ზარებით შემოიფარგლოთ.
ქალწული
სრულიად განსხვავებული ტიპაჟი მიიქცევს თქვენს ყურადღებას. და თავადაც გაოგნებული აღმოჩნდებით, არ გეცოდინებათ, როგორ მოექცეთ მას.
სასწორი
უამრავი ვალდებულება გექნებათ შესასრულებელი, რაც პირად ცხოვრებას დაგავიწყებთ. სხვათა შორის, შეიძლება საქმიანი შეხვედრის დროს გაიცნოთ ადამიანი, რომელთანაც რომანს გააბამთ.
მორიელი
თქვენს ცხოვრებაში შეიძლება დაბრუნდეს ადამიანი წარსულიდან. დაფიქრდით, ახალ რომანს ძველ იმედგაცრუებაზე ააგებთ?
მშვილდოსანი
ფლირტის, რომანტიკის თვე დაგიდგათ. საკუთარ თავთან სრულ ჰარმონიაში ხართ, და არც არაფერის შეცვლა არ გსურთ. მამაკაცებს მაგნიტივით იზიდავთ და ერთ-ერთი ნამდვილად აგიჩქროლებთ გულს.
თხის რქა
ახალი რომანტიკული შეხვედრა და სასიყვარულო თავგადასავალი თქვენნაირ კონსერვატიულ ქალბატონსაც კი ააფორიაქებს. იმ ერთადერთსა და განუმეორებელს მაშინ შეხვდებით, როცა ყველაზე ნაკლებად ელით.
მერწყული
რომანტიკულ გრძნობებს ხართ აყოლილი და შეიძლება სრულიად შეუფერებელ ადამიანთანაც კი გააბათ რომანი.
თევზები
აპრილში ყურადღებს ცენტრში აღმოჩნდებით. მეგობრული და საქმიანი ურთიერთობა სწრაფად გადაიზარდება რომანტიკულში იმ ადამიანის ყურადღებასაც კი მიიქცევთ, ვინც აქამდე გულგრილად გიყურებდათ.