,,საუბედუროდ, დაძაბულობა არ დასრულდება, –პირიქით, – ხანგრძლივ სამკვდრო-სასიცოცხლო დაპირისპირებაში გადაიზრდება (უკვე გამოკვეთილია დაირისპირების კონტურები:
ტრადიციული ათასწლოვანი კულტურები, ადამიანური ყოფა და წარმოდგენები, ერთი მხრივ, და მისი დიამეტრალურად საპირისპირო იდეოლოგია,
რომელიც სპობს ყველაფერ ტრადიციულს: სქესს, სახეს, ოჯახს, რელიგიას, კულტურას, სახელმწიფოს და ა.შ. და ა.შ. (ამ ბრძოლას არაერთი პროქსი-სახელმწიფო შეეწირება საკუთარი უტვინობისა და იდეოლოგიური გახრწნილების გამო) .
ამ დაპირისპირებაში გამარჯვეულ-დამარცხებული არ იქნება! ამ ბრძოლაში იქნება გამარჯვებული და განადგურებული!
სად არის გამოსავალი?!
ერთადერთი გამოსავალია: საკუთარი სახელმწიფოს, როგორ ერთადერთი გადამრჩენი სტრუქტურის, გონიერი მართვა და პრაგმატული პოლიტიკა!
27-წლიანი უსაშინელესი იდეოლოგიური წნეხის ზეწოლით, ქართული რეალობა დეფორირებულია, დეგრადირებულია მის გარკვეულ ნაწილში და
ადგას არა უბრალოდ საკუთარი თავის განადგურების გზას, არამედ პოტენციურ საფრთხეს წარმოადგენს ყოველივე ქართულისთვის და ყველა საღი
ქართველისთვის!
დააკვირდით რეალურად მსოფლიოს განწყობებს: ერთის (პირველის!) არეალი ფართოვდება, მეორის არეალი ვიწროვდება, მაგრამ დათმობა-შეთანხმების გზით არაფერი წავა: მხოლოდ განადგურება ოპონენტისა ან თავად განადგურება ოპონენტის მიერ!
სულ ესაა!
ახლა თავად იფიქრეთ და დააკვირდით მოვლენებს! ბედნიერად ვიგრძნობდი თავს, რაც დავწერე ეს წლებია, ტყუილი გამომდგარიყო და მაშინ… საჯარო სივრცეში ვერასოდეს მნახავდით!” _ ამბობს ეკონომისტი დემურ გიორხელიძე.