„გუშინ კეზერაშვილმა ოპოზიციას, ჯერ “შავები” ჩააცვა და მერე ასაფეთქებელი ქამარი გაუკეთა წელზე…
პრო-ევროპულ ძალებს, მე ვეხმარებიო…
ანუ, რისი გონივრული ეჭვიც, ამდენი ხანია საზოგადოებაში მუსირებს, რომ ჩვენი “ეროვნული” რადიკალები კეზერას ჯიბეში სხედან, ორ ფრაზაში დაგვიდასტურა ოპოზიციის მამა-მარჩენალმა მოროდიორმა…
დღეს დილიდან კი, “კამიკაძე” ქამარ შემორტყმული ოპოზიცია ამტკიცებს: -არა, ჩვენ კეზერაშვილის ფულთან საერთო არაფერი გვაქვსო;
უფრო მეტიც, “კეზერვიზიის” ჟურნალისტებმა, დახმარება მხოლოდ ფული ხომ არ არისო?
არა, ალბათ მორალურ და ფსიქოლოგიურ გვერდში დგომას გულისხმობდა თქვენი მეურვე.
ახლა გინდ აღიარეთ და გინდ იუკადრისეთ, თქვენმა მარჩენალმა ბრძანა:
– “ხშირად დაეთრევიან ჩემთან სამათხოვროდო”…
ისე, წარმოიდგინეთ რა დღეში უნდა იყოს ოპოზიცია,რომ დროშად მიშა ყავთ და დროშის ტარად კეზერაშვილი!
ჰო და თქვენი პრო-ევროპელობა არ გაიშვას, თქვე კეზერაშვილის ჯიბის პოლიტიკოსებო!
მიდი კეზერ, შენ დაუკარ და ესენი იბუქნავებენ…
P.S.
ჩემი აზრით, ასეთი “ინტელექტისა და გონებრივი დიაპაზონის” მამა-მარჩენალები, უფრო ხშირად უნდა გამოჩნდნენ ტელე-ეკრანებზე, რომ მალე მოხდეს რადიკალების პოლიტიკური დეტონაცია.
მეტი კეზერა,რადიკალურ ოპოზიციას! _ წერს სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი, „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე.