ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 3 აპრილის ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.5517 ლარი გახდა. კურსი, რომელიც გუშინ მოქმედებდა, 2.5563 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0046 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.7734 ლარია. მაშინ, როცა გუშინ მოქმედი კურსი 2.7802 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0068 ლარი შეადგინა.