როგორც ცნობილია, საქართველოს მთავრობის მიერ, ამოქმედებულია თხილის წარმოების ხელშეწყობის პროგრამა.
აგრობარათებზე დარიცხული სუბსიდიის ქულების მისაღებად, ოზურგეთში, „ლიბერთი ბანკის“ წინ, ისევე ხალხმრავლობაა, როგორც ეს გასულ წლებში ხდებოდა.
_ბანკთან ისევ რიგში დგომა გვიწევს, ნომრებს ვუცდით, გვაწვდიან შიგნიდან. რიგის გარეშე არ გამოდის. ბევრი ხალხია. მოგვიწევს, ალბათ, დღეს, – თქვეს „გურია ნიუსთან“ აქ მოსულმა სხვადასხვა სოფლების წარმომადგენლებმა.
რიგი და ხმაური გასულ წლებშიც იყო და რამდენად გაუმჯობესდება სიტუაცია, ამას უახლოესი პერიოდი გვიჩვენებს.
აქვე აღვნიშნავთ, რომ თხილის კადასტრში რეგისტრაცია, ბევრ ბენეფიციარს ჯერ კიდევ არ მოუხდენია. შესაბამისად, თუ 2023 წლის 28 აპრილამდე ვერ დარეგისტრირდებიან, პროგრამის ფარგლებში აგრობარათებზე ქულების დარიცხვაც ვერ მოხდება.
ხოლო ამ წლის 31 აგვისტოს ჩათვლით დარიცხული სუბსიდიის ქულებს ვინც არ გამოიყენებს, ავტომატურად მოხდება მის ანგარიშზე არსებული ქულების ანულირება.
ავტორი