სარკინიგზო კატასტროფა მსხვერპლით დასრულდა .
ნიდერლანდებში ერთმანეთს სამგზავრო და სატვირთო მატარებლები შეეჯახა.
ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.
შეჯახების შედეგად სულ მცირე ერთი ადამიანი დაიღუპა და 30 დაშავდა. მატარებელში, სულ მცირე, 50 ადამიანი იმყოფებოდა.