საქართველოს ეროვნული ნაკრების უფროსი ჯამლეტ ხუხაშვილი გარდაიცვალა, _ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ახლობლები ავრცელებენ.
„ძალიან სამწუხარო ამბავი შევიტყვე. მარადიულობას შეუერთდა ბატონი ჯამლეტ ხუხაშვილი, ორი ერის ღირსეული, საამაყო შვილი, ღირსეული ებრაელი და გულმხურვალე ქართველი, კოტე მახარაძის მოწაფე და მეგობარი, ნიჭიერებით სავსე კაცი, უბადლო სპორტული კომენტატორი, ჩვენი თეატრის გულშემატკივარი და უერთგულესი მეგობარი. შეიძლება ითქვას, რომ დაგვტოვა ლეგენდარულმა ადამიანმა. როგორ დაგვაკლდება მისი გამორჩეული, ბუბუნა ხმა, მისი საზოგადოებრივი აქტიურობა, უბადლო ნიჭიერება…ორ ერს შორის გადებული ხიდის ბურჯი წაიქცა. ვწუხვარ, უსაზღვრიდ ვწუხ…ნათელი დაგადგეს ძვირფასო მეგობარო…ვერასოდეს დაგივიწყევთ…დიდი დრო დასჭირდება, ვიდრე ამ დონის ეპოქალური ადამიანი კვლავ მოევლინება ორი ერის მეგობრობის გზა_ სავალს…გისამძიმრებ ძვირფასო ევა, ვიზიარებ ოჯახის, მეგობრების, ორი ერის შვილების ტკივილს.“,– წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.