“პირდაპირ გეტყვით, რომ არაფერი ისეთი მე არ ჩამიდენია, დასანქცირება რომ მეკუთვნოდეს, მაგრამ ნუ, რა ვქნათ ახლა. ლევან მურუსიძე ამას როგორმე გადაიტანს, თუმცა მიმაჩნია, რომ ეს არის ნამდვილად ძალიან დიდი უსამართლობა, მაგრამ ეხლა რომ ვთქვა, რომ მუხლები ამიკანკალდა და შემეშინდა და რაღაცა და რამე.
არც ანგარიშები არა მაქვს მე არსად, პატიოსანი ცხოვრებით მიცხოვრია, კანონი მე არ დამირღვევია და თუ ეხლა ამერიკის შეერთებულ შტატებში ან ევროკავშირში არ შეგვიშვებენ, ეგრე ბაბუაჩემსაც არ უვლია და უცხოვრია კაცს ადამიანურად და გადაუტანია”. _ თქვა მთავარ არხთან საუბრისას ამერიკის შეერთებული შტატების მიერ საქნცირებულმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლემ და იუსტიციის უმალესი საბჭოს წევრმა ლევან მურუსიძე.