„ვადასტურებ, რომ ამერიკის მოქალაქე მარშალ ქომინსი არ შემოვიდა საქართველოში ჩვენი გადაწყვეტილების საფუძველზე. ამერიკის საელჩო არ დაგვკავშირებია იმასთან დაკავშირებით, რატომ არ შემოვიდა ეს კონკრეტული პიროვნება. მე მიზეზი არ ვიცი. ალბათ თვითონაც კარგად იციან რატომ არ შემოვუშვით. საქმიანობა დაკავშირებული იყო 7-8 მარტის აქციებზე დესტრუქციული ჯგუფების ასე ვთქვათ დატრენინგებაში, მითითებების მიცემაში და ა.შ. ვერ გეტყვით, სანქციები პირდაპირ კავშირშია არ შემოშვებასთან, თუ არა. ეს უნდა ჰკითხოთ ამერიკულ მხარეს.
რამდენიმე დღის წინ საქართველოში შემოსვლაზე უარი ეთქვა აშშ-ს მოქალაქეს, ჯეიმსონ მარშალ ქომინსს, ევრაზიის საკითხებში ამერიკელ სპეციალისტს, რომელიც მანამდე რამდენიმე დღით ადრე თბილისში იმყოფებოდა, განაცხადა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა გრიგოლ ლილუაშვილმა.