როგორი ამინდი იქნება საქართველოში უახლოესი დღეების განმავლობაში – ამის შესახებ “გურია ნიუსი” გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი ამინდის პროგნოზის ბიუროს ხელმძვანელს, დოდო გვაზავას ესაუბრა.
“დღეს ცივი და ნალექიანი ამინდია. მაღალ მთაში თოვს, თუმცა, დღის ბოლომდე შესუსტდება ნალექი და დღის ბოლოს გამოიდარებს. დღეს მაქსიმალური ტემპერატურა დაახლოებით დაბლობში +8, +9 გრადუსი დაფიქსირდება, მთაში ნაკლები და მაღალ მთაში 0, -2. მაღალ მთიან რაიონებში ღამით გაძლიერდება ყინვა. მაქსიმალური ტემპერატურა დაახლოებით იქნება +2, +4 გრადუსი სითბოა ნავარაუდევი, მთიან რაიონებში გამოდარების გამო დაფიქსირდება 0, + 2 გრადუსი, მაღალ მთაში კი, ბახმაროსა და მის მიმდებარე ტერიოტორიაზე ამ საღამოს -7, -9 გრადუსია მოსალოდნელი.
ხვალ, დღევანდელთან შედარებით განსხვავებული ამინდი იქნება. უნალექო და თბილი. ჰაერის ტემპერატურა მკვეთრად მოიმატებს. დაბლობ რაიონებში +17, +19 გრადუსი იქნება, მთიან რაიონებში +14. მაღალ მთაში, მათ შორის ბახმაროშიც დათბება +5, +7 გრადუსამდე.
ცალკეულ რაიონებში 10 და 11 აპრილს შესაძლოა მცირე წვიმა. დროგამოშვებით გაძლიერდება აღმოსავლეთის მიმართულების ქარი.
12 აპრილიდან 14 აპრილის ჩათვლით კვლავ წვიმები და ჰაერის ტემპერატურის დაკლებაა მოსალოდნელი”,_ ამბობს გვაზავა.