,,მეგობრებო, სუსმა ტაქტიკა შეცვალა და ახლა ისეთ Facebook ტროლებს ქმნიან, რომლებიც თითქოს ანტიქოცები არიან. ამ გზით ბაბლის მარაქაში ცდილობენ გარევას. რამდენიმე ასეთმა ტროლმა წარმოუდგენლად დიდი სიბინძურე გაავრცელა დედაჩემზე, 65 წლის ქალზე. ნუ, გია ხუხაშვილის უკანონო შვილი რომ ვარ, ეგ ძველი ამბავია, ახლა ახალი სიგიჟეები აქვთ მოფიქრებული, რომლის დაწერასაც აქ არც ვიკადრებ.
ბევრ თქვენგანს ეს ტროლები მეგობრებშიც გყავთ. არცერთ მათგანს არ უდევს თავისი ფოტო. ვისაც გაინტერესებთ, შემიძლია, პირადად გამოგიგზავნოთ მათი გვერდები.
მაინც საჭიროდ ჩავთვალე აქ ამის დაწერა, თორემ დედაჩემი უკვე მიჩვეულია მსგავს ცილისწამებას და დიდად არ ადარდებს “, _ წერს ჟურნალისტი ბექა ყორშია სოციალურ ქსელში.