საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ულოცავს ყველას, ვინც ქრისტიანებისათვის ამ უმნიშვნელოვანეს და ღირსშესანიშნავ მოვლენას დღეს აღნიშნავს.
“აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ვულოცავ ყველას, ვინც ქრისტიანებისათვის ამ უმნიშვნელოვანეს და ღირსშესანიშნავ მოვლენას დღეს აღნიშნავს.
ვუერთდები ამ დიდ სიხარულს და გისურვებთ ჯანმრთელობას, მშვიდობასა და კეთილდღეობას”,-ნათქვამია პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაში.