BBC-ის ინფორმაციით, სირიამ ღამით გოლანის მაღლობებს რაკეტები ესროლა. ისრაელმა კი საპასუხო იერიში მიიტანა და სირიაში რამდენიმე სამხედრო სამიზნეს დაარტყა.
ოფიციალური პირების თქმით, სამი რაკეტა ისრაელის ტერიტორიაზე შევიდა. ორი ღია ადგილზე მოხვდა და მესამე დააკავეს.
ფეისბუქზე გამოქვეყნებულ პოსტში სირიის თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურა თავდასხმა.
თავდაცვის ოფიციალური პირები აცხადებდნენ, რომ საჰაერო თავდაცვამ უპასუხა შეტევას და წარმატებით გაანადგურა ზოგიერთი რაკეტა. მან დასძინა, რომ მსხვერპლი არ არის, დარტყმის შედეგად მხოლოდ მატერიალური ზარალი მიადგათ.
იმავდროულად, სირიის სახელმწიფო მედია იტყობინება აფეთქებების შესახებ დედაქალაქ დამასკოსთან.
მანამდე გოლანის სიმაღლეებზე საჰაერო თავდასხმის სირენები გაისმა სირიის ტერიტორიიდან რაკეტების გასროლის შემდეგ, მაგრამ მსხვერპლისა და ნგრევის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.
ლიბანურმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ თავდასხმების უკან იდგა ირანის მიერ მხარდაჭერილი პალესტინის ისლამური ჯიჰადის მოძრაობის შეიარაღებული ფრთა ალ-კუდსის ბრიგადა.
კვირას გავრცელებულ განცხადებაში ისრაელის თავდაცვის ძალებმა განაცხადეს, რომ „სირიის სახელმწიფო პასუხისმგებელია მის ტერიტორიაზე მომხდარ ყველა ქმედებებზე და არ დაუშვებს ისრაელის სუვერენიტეტის დარღვევის მცდელობებს“.
ცნობისთვის, ისრაელმა 1967 წელს ექვსდღიანი ომის დროს წაართვა გოლანის სიმაღლეები, 1200 კვ/კმ (460 კვადრატული მილი) ფართობი, რომელსაც მანამდე აკონტროლებდა სირია და ანექსირებულ იქნა იგი 1981 წელს, ეს ნაბიჯი არ არის აღიარებული საერთაშორისო საზოგადოების უმეტესობის მიერ.