ირანი საჯარო ადგილებში ვიდეოკამერების დაინსტალირებით აპირებს იმ ქალების გამოვლენას, ვინც “ჰიჯაბის კანონს” არღვევს და თმას არ იფარავს.
როგორც ირანის პოლიციაში აცხადებენ, მოხდება იმ ქალების იდენტიფიცირება, ვინც თმას არ იფარავენ და ისინი მიიღებენ გამაფრთხილებელ ტექსტურ შეტყობინებას მოსალოდნელი შედეგების შესახებ.
“ეს ხელს შეუწყობს “ჰიჯაბის კანონის წინააღმდეგ წინააღმდეგობის” თავიდან აცილებას, _ თქვა პოლიციამ.
ცნობისთვის, გასულ წელს ირანში საპროტესტო გამოსვლები გამოიწვია ახალგაზრდა ქურთი ქალის, მაჰსა ამინის გარდაცვალებამ, რომელიც ჰიჯაბის წესის სავარაუდო დარღვევისთვის იყო დაპატიმრებული.
ქალბატონი ამინის გარდაცვალების შემდეგ ქალების მზარდი რაოდენობა ჰიჯაბს იხსნის, განსაკუთრებით დიდ ქალაქებში, მიუხედავად დაპატიმრების რისკისა.
ირანში ქალებს თმის ჰიჯაბით (თავსაბურავი) დაფარვა 1979 წლის ისლამური რევოლუციის შემდეგ კანონით მოეთხოვებათ. ქალებს, რომლებიც დაარღვევენ კანონს, ჯარიმები ან დაპატიმრება ემუქრებათ.