უკრაინაში საქველმოქმედო ორგანიზაცია save ukraine-მ განაცხადა, რომ რუსეთის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან 31 ბავშვი მშობლებს დაუბრუნდა.
„დღეს ჩვენ სახლში ვხვდებით კიდევ 31 ბავშვს, რომლებიც რუსებმა უკანონოდ წაიყვანეს ოკუპირებული ტერიტორიებიდან“, – წერს საქველმოქმედო ორგანიზაციის ხელმძღვანელი მიკოლა კულება სოციალურ ქსელში.
გავრცელებული ინფორმაციით, ბავშვებს ცხოველებივით ექცეოდნენ და ეუბნებოდნენ, რომ მათ მშობლებს აღარ უნდოდათ და მიატოვეს.