დღეს ეროვნული გმირის, ნინო თოიძის საფლავზე არაერთი ადამიანი მივიდა. ამ სიას, წლების განმავლობაში, არ გამოკლებია ოზურგეთელი მხატვარი ვახტანგ მამეიშვილი.
ვახტანგ მამეიშვილი „გურია ნიუსთან” საუბრის დროს ამბობს:
„9 აპრილი არის უდიდესი დღე საქართველოს ისტორიაში. ჩემი სურვილი იქნება, ეს დღე, უფრო მეტად, სხვადასხვა სახის ღონისძიებებით იყოს დატვირთული და რაც შეიძლება, ახალ თაობას მივაწოდოთ მართალი და გადამოწმებული ინფორმაცია 9 აპრილის შესახებ, _ ამბობს ის და ხაზს უსვამს ორ უდიდეს თარიღს:
_1989 წლის 9 აპრილის და 1991 წლის 31 მარტის შედეგია, რომ დღეს დამოუკიდებელი ქვეყანა ვართ. ღმერთმა ქნას, ეს დამოუკიდებლობა დიდხანს გაგრძელდეს. ჩემი სურვილია, ჩვენი უნიათობის და ერთმანეთან ქიშპობის გამო, არ დაიღუპოს საქართველო. ახლა ყველაზე მეტად გვჭირდება ერთიანობა, რადგან ეს წინაპრების მიერ მონაპოვარი დამოუკიდებლობა და თავისუფლება შევინარჩუნოთ.
ავტორი