ემიგრანტი დედის შვილი გარდაიცვალა.
დედა კი მოკვდა.
არადა, კაპიკ-კაპიკ აგროვებდა თანხას შვილების სამომავლოდ. სამტრედიაში ვაჟკაცი ეგულებოდა. ეფერებოდა სიზმრებში. ოცნებობდა , მისთვის ბედნიერი და უზრუნველყოფილი მომავალი შეექმნა. ყველაფერ ამისთვის უძლებდა სიშორეს, სიცივეს. უღირდა ემიგრანტული ტვირთის ტარება.
ახლა კი მოდის, მოფრინავს და გაიგო, რომ ამდენი ხნის მონატრებული უკეთილშობილესი ვაჟკაცი, რომელიც სიკეთეს არიგებდა სამტრედიაში და ღიმილებს უნაწილებდა ყველას, სწორედ ესეთი შვილი აღარ ყავს…
შვილგარდაცვლილი დედები კვდებიან , ისე სუნთქავენ თურმე უბრალოდ სუნთქავენ. ..
ასეა ჩვენი ემიგრანტი მეგობარი დედა ახლა…
ჩამოვა მშობლიურ მიწაზე სამტრედიაში…
ნურცერთ დედას ნუღარ დააშორებ შვილს.. დაგვაბრუნე ემიგრანტები ჩვენ სახლებში .. ღმერთო…
სამტრედიაში ყველამ იცოდა საბას გარდაცვალების ამბავი. საბა სამსახურეობრივი მოვალეობისას მოულოდნელად ცუდად გახდა და ადგილზე გარდაიცვალა.
შოთო სიხარულიძის ემიგრანტების არხმა მანამ ვერ გამოხატა მწუხარება, სანამ საბას დედამ არ შეიტყო ეს თავზარდამცემი ამბავი. დააკლდა სამტრედიას კიდევ ერთი ახალგაზრდა.
მარადიული ხსოვნა! _ წერს სოციალურ ქსელში “შოთო სიხარულიძე-ქართველი ემიგრანტები”