“ჩემო ვაჟკაცო, ჩემო ფუმფულა ბიჭო, ეს რა გვიქენი საბუ. კიდევ ვერ ვიჯერებ. მინდა რომ სიზმარი იყოს და გავიღვიძო, ჩემო ძმაო. უშენოდ როგორ უნდა გავაგრძელოთ ცხოვრება. როგორ ელოდებოდი შენს პრინცესას. მამიკოს გავსო, როგორ იძახდი, საბა. რა მწარე ხარ, ჩემო ტკბილო ბიჭოო…
როგორ გაუმწარე ჩემს დას დარჩენილი სიცოცხლე, როგორ გაიმეტე ამ ტანჯვისთვის. შენ ხომ შენს თავზე მეტად გიყვარდაა ქეთი, ბიჭოო. ჩემო ყველაზე კეთილო. სულ ჩვენს გულში იქნები, ჩემო ანგელოზო”;
“საბუ, როგორ მენანები… თვალ წინ მიდგას შენი სახე მოგონებები ძალიან ბევრი…
ჩემო უკარგესო ადამიანო…
არ მინდა დავიჯერო, რომ აღარ მომწერ და მკითხავ, როგორ ხარო…”
ძალიან მეტკინა… ვერც ვიაზრებ რომ არ ხარ… ღმერთი გფარავდეს, იქ სადაც მართალნი განისვენებენ”, _ ასე ემშვიდობებიან საბა საველევს სოციალურ ქსელში ახლობლები.
შეგახსენებთ, რომ საბა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მოულოდნელად ცუდად გახდა და იქვე გარდაიცვალა.