ვერძი – გაჯერებული როზმარინი
როზმარინი, თითქოს, დამოუკიდებელია. მას იშვიათად იყენებენ სხვა სანელებლებთან ერთად: რამდენიმე ტოტი საკმარისია კერძის გასაჯერებლად. ვერძსაც არ სჭირდება დიდი სამეგობრო წრე – იგი თვითკმაყოფილია და მარტოობას ანიჭებს უპირატესობას.
გარდა ამისა, მას აინტერესებს მედიტაცია, ფსიქოლოგია და თვითშეცნების სხვა მეთოდები. ამ ნიშანს უყვარს ლიდერობა და ეს ძალიან კარგადაც გამოსდის.
კურო – არაპროგნოზირებადი კარი
კარი სუნელების ნარევია, რომელსაც არ აქვს განსაზღვრული გემო. იგი ყოველთვის სხვადასხვანაირი, ცოტათი უმამი, თუმცა დაუჯერებლად ცხარეა. სწორედ ასეთი ხასიათი აქვს კუროსაც: ცხელია ცივ წყალში. მასთან არასდროს მოიწყენთ.
კუროსგან საუკეთესო მეგობრის შეძენა შეგიძლიათ, მასთან ერთად მოხვდებით ცხოვრებისეული თავგადასავლების მორევში. იგი თვლის, რომ ცხოვრებისგან მაქსიმუმი უნდა მიიღოს, და თავისი მაგალითით აჩვენებს ამას სხვებს.
ტყუპები – სურნელოვანი მუსკატის კაკალი
მუსკატის ნედლი კაკალი ძალიან ცხარეა. თუმცა, თუ მას ცხელ სოუსში ან სასმელში ჩაყრით, გაიხსნება ხანგრძლივი, სასიამოვნოდ ტკბილი არომატი.
ასე ხდება ტყუპებთანაც: გაცნობისას, ისინი საკმაოდ უხეშად გვეჩვენება, თუმცა, თუ მათ სიყვარულსა და სითბოს ვაჩუქებთ, მასში დავინახავთ ადამიანს, რომელთან განშორება აღარასდროს მოგინდებათ. ამ ნიშნის ადამიანები ყველაზე ერთგული მეგობრები, ცხოვრების მეგზურები და ცეცხლოვანი საყვარლები არიან.
კირჩხიბი – მყუდრო ილი
ილი ნამცხვრისა თუ ყავის შესანიშნავი დანამატია, თანაც, სწორედ ის ასოცირდება სახლის სიმყუდროვესთან. ასე ხდება კირჩხიბთანაც: თავს ყოველთვის მყუდროდ და თბილად გრძნობთ მასთან, იგი მარტივად განტვირთავს კონფლიქტურ სიტუაციას. ამ ნიშნის წარმომადგენლები შემოქმედებითი და მეგობრული ადამიანები არიან.
თუ კერძს ზედმეტ ილს დაუმატებთ, იგი გაცხარდება, ხოლო, თუ კირჩხიბს გააბრაზებთ, ნამდვილი ტორნადო დატრიალდება! მართალია, ეს ნიშანი სწრაფადვე გრილდება, თუმცა, ზედმეტად ნუ გამოიყვანთ ადამიანს მწყობრიდან.
ლომი – ცხარე მიხაკი
მიხაკი ძალაუფლების სიმბოლოა, მისი კვირტები მეფის კვერთხს მახსენებს, რომელსაც ლომები ამაყად ატარებენ მთელი ცხოვრების მანძილზე. იგი მიჩვეულია დანარჩენებზე ხელმძღვანელობასა და მანიპულირებას, რაც, ჩვეულებრივ, შესანიშნავად გამოსდის.
მიხაკის ღეროებში კონცენტრირებულია მთელი მისი სიცხარე, ხოლო თავში – სურნელოვანი გემო და არომატი. ასე ლომიც შეიძლება იყოს სხვადასხვანაირი – იმის მიხედვით, თუ როგორ მიუდექით. უფრო ხშირად შეაქეთ ეს ნიშანი, კეთილგანწყობა რომ მოიპოვოთ.
ქალწული – ტკბილ–მწარე შირბახტი (სეზამი)
შირბახტის გემოს მიჩვევა სჭირდება, სამაგიეროდ, ამის შემდეგ მას ყველა კერძში ჩაყრით. ასეა ქალწულიც: იგი თავიდან უცნაურად და ალოგიკურად იქცევა ხოლმე, დროის გასვლის შემდეგ კი მათ შესანიშნავ მხარეებსაც იხილავთ.
ამასთან, მისი გახსნა ისეთივე რთულია, როგორც სეზამის ზედაპირისა. თუმცა, თუ მისი კეთილგანწყობა მოიპოვეთ, იგრძნობთ მთელ სინაზეს, რომლის გაცემაც ამ ნიშანს შეუძლია.
სასწორი – ფაქიზი ცერეცო
ცერეცო ტკბილი და გამამხნევებელი სუნელია. მას ადრე საღეჭი რეზინის ნაცვლად იყენებედნენ. სასწორი მეოცნებე იდეალისტია, ადამიანი მაღალი მიზნებითა და მისწრაფებებით. ეს სუნელი უხდება ნებისმიერ კერძს, უმატებს მას სინატიფეს.
სწორედ ასე ახდენს სასწორი გავლენას კამპანიაზე და იქ კარგი განწყობა შეაქვს. იგი მოწყვლადი, მკაფიოა, ამიტომ ყოველთვის მზადაა მხარდასაჭერად, თქვენ კი შეგიძლიათ, იგივე უპასუხოთ.
მორიელი – კეკლუცი ვანილი
ვანილი ყველაზე ტკბილი სუნელია. თუმცა, ნუ მოტყუვდებით – მისი ნამდვილი გემო ცხარე-მწკლარტეა, ამიტომ, სანამ მას კერძში ჩაყრიდეთ, ვანილი შაქრის პუდრას უნდა შეურიოთ ან ტკბილი სიროფი მოამზადოთ.
ასე შეუძლია მორიელს თქვენი მოხიბლვა ერთი შეხედვით, შემდეგ კი გაგაკვირვებთ არც ისეთი სასიამოვნო ქცევებით. მათი გაგება რთულია – ბევრი ადამიანი ერიდება მორიელს. რეალურად, ყველაფერი მარტივადაა – მორიელის მისაჩვევად, მას სიყვარული, ალერსი და ზრუნვა უნდა აჩუქოთ.
მშვილდოსანი – გამამხნევებელი პიტნა
პიტნა ყველა კერძის სრულმყოფი სუნელია, იქნება ეს დესერტი, სასმელი, სალათი თუ ხორცი. მშვილდოსნის ინტერესებიც ასეთი მრავალფეროვანია: ხშირად, იგი თამამაც ურწყამენ ერთმანეთს ცეკვებსა და საბრძოლო ხელოვნებას, აგრეთვემ აგროვებს სხვადასხვა სასწავლო დაწესებულებისა და მასტერ-კლასების დიპლომებს.
ამასთან, მშვილდოსანი, პიტნის მსგავსად, ამხნევებს და ამშვიდებს ადამიანს, რამდენადაც შეუძლია კარგი რჩევის გაცემა ნებისმიერ სიტუაციაში და კარგი ოჯახის შექმნა.
თხის რქა – გამათბობელი ჯანჯაფილი
ჯანჯაფილი ძალიან ცხარეა, თუმცა, თუ მას მცირე რაოდენობით დაუმატებთ ყავას ან ორცხობილას, იგი გაგათბობთ და სიმყუდროვეს გაგრძნობინებთ. თხისრქა ხშირად ხვდება უკიდურესობაში: ხან ძალიან ძლიერად იჩენს თავს, ხან ქრება და გულგრილი ხდება.
ერთდროულად ცხარე და ტკბილი გემოს წყალობით, ჯანჯაფილი შესანიშნავია თითქმის ყველა არსებულ სანელებელთან კომბინაციაში. სწორედ ასე ერწყმის თხისრქა ნებისმიერ კოლექტივს და ხდება ნათესავების საყვარელი ახლობელი.
მერწყული – პიკანტური ქონდარი
ქონდარი სპეციფიკური სუნელია, რომელიც ყველას არ მოსწონს, მერწყულის მსგავსად. თუმცა, თუ ქონდარს გასინჯავთ, სიცხარე გაივლის და დარჩება სასიამოვნო, მოტკბო გემო. თუ მერწყულს ახლოს გაიცნობთ, შენიშნავთ, რომ ამ ნიშნის ფეთქებადობის უკან იმალება სასიამოვნო, საყვარელი ადამიანი.
ამ სუნელის თესლით ხშირად ამზადებენ ალკოჰოლს, რომელსაც შემდეგ ახლობლების წრეში მიირთმევენ. მერწყული უარს არ ამბობს წვეულებებზე, ხშირად, თავად ხდება ინიციატორიცა და ორგანიზატორიც.
თევზები – მათრობელა ქინძი
ქინძი გლინტვეინის შემადგენლობაშიც შედის. ეს სასმელი ათრობს და ათბობს, ამ ნიშნის წარმომადგენლების მსგავსად. თევზებს აქვთ მკვეთრი ქარიზმა, რომლის გამოტოვება შეუძლებელია: მას შეუძლია თქვენთვის თავის შეყვარება პირველი შეხვედრისას, მეგობრებთანაც არასდროს აქვთ პრობლემები.
სხვათა შორის, ქინძი საახალწლო ტრადიციული კერძების განუყოფელი ნაწილიცაა. ამიტომ, მისი სურნელი გვახსენებს ზამთრის დღესასწაულებს. თევზები ხშირად იძირებიან ჯადოსნობაში – იგი მეოცნებე და შემოქმედებითი პიროვნებაა. თუმცა, როცა შინაგანი სამყაროდან გამოდის, მკაფიოდ განსაზღვრული მიზნების შემთხვევაში, დიდ წარმატებას აღწევს.
ავტორი