კირჩხიბი
კირჩხიბი პირველ ადგილზე ყოველთვის ახლობლებთა, მეგობრებთან და ნათესავებთან ურთიერთობა დგას. ეს ასტროლოგიური ნიშანი ძალიან კარგად არჩევს ადამიანებს თავის გარშემო. კირჩხიბის გარემოს ხარისხზე პირდაპირაა დამოკიდებული მისი ბედნიერება.
კირჩხიბი დიდხანს აკვირდება ახალ ნაცნობებს, ამოწმებს მათ მისთვის მნიშვნელოვანი თვისებების ქონაზე. ასეთი თვისებებია: ერთგულება, თავგანწირვა, თანაგრძნობა, გულწრფელობა. მხოლოდ ჩაბარებული გამოცდის შემდეგ უშვებს კირჩხიბი ახალ ადამიანს თავის ცხოვრებაში. სწორედ ინტუიცია ეხმარება მას, მაღალი სიზუსტით იგრძნოს და რენტგენში გაატაროს თითოეული ადამიანი.
თხის რქა
ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულთ ყველაზე განვითარებული ინტუიცია აქვთ. ქვეცნობიერის დონეზე, მათში ინახება ინფორმაცია მთელი სამყაროს შესახებ.
თხის რქამ ყველაფერი იცის, უბრალოდ, ამას თითოეული მათგანი ვერ აღიარებს და ამიტომ, თავიდან, გულუბრყვილო ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს. ამასთან, მათ უყვართ განსჯა და გაანალიზება. შეიძლება იფიქროთ, რომ აღმოჩენებამდე და დასკვნებამდე თხის რქები ფიქრის გზით მიდიან, თუმცა, რეალურად, ეს ნიშანი თავის ყველა წარმატებას მეექვსე გრძნობის კარნახს უნდა უმადლოდეს.
თხის რქა დიდი ემპათია, რომელიც დაუყოვნებლივ ხედავს ადამიანის სულს. მეგობრებად ისინი მხოლოდ ძლიერი სულის ადამიანებს ირჩევენ, რომლებიც მზად არიან, მასთან ერთად წყალსა და ცეცხლში იარონ. დანარჩენები ნაცნობებად რჩებიან.
ტყუპები
ესაა ძალიან მეგობრული და ცნობისმოყვარე ნიშანი. ახალი ინფორმაციის შთანთქმისთანავე, იგი დაუყოვნებლივ ცდილობს ნაცნობებთან გაზიარებასა და განხილვას. ასეთი გახსნილობის შედეგად, მის სანაცნობო წრეში სრულიად განსხვავებული ადამიანები ხვდებიან.
მზადაა, თანამოსაუბრედ ნებისმიერი დაისვას, ამიტომ ურთიერთობაში გაურკვეველი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებთ. თუმცა, ასე მხოლოდ გარედან ჩანს. ტყუპები შინაგანად გრძნობენ, ვის უნდა ენდონ და ვის – არა. მიუხედავად თავისი ყბედობისა, საეჭვო ადამიანს არასდროს ეტყვის რამე ზედმეტს, მით უმეტეს, პირადულს არაფერს ანდობს.
ქალწული
ქალწულს უყვარს საკუთარ თავში ძიება და თვითანალიზი. თუმცა, მიუხედავად საკუთარ “მე”-ზე მუდმივი კონცენტრაციისა, იგი სხვებს უკეთ ხედავს, ვიდრე საკუთარ თავს. თანაც, პირდაპირი გაგებით, მათ გამჭვირვალედ ხედავს.
ურთიერთობა მას არ აშინებს, რადგან იცის, რას უნდა ელოდოს თანამოსაუბრისგან. უამრავი ნაცნობისა და მეგობრის ყოლის მიუხედავად, იგი არ ექვემდებარება მათ გავლენას და ყოველთვის თავისი გონების მიხედვით ცხოვრობს.
ავტორი