ნილოსი (1-7 იანვარი, 19-28 ივნისი, 1-7 სექტემბერი, 18-26 ნოემბერი)
ერთადერთი ნიშანი, რომელსაც სახელი არა ეგვიპტური ღმერთების, არამედ მდინარის საპატივცემულოდ დაარქვეს. თუ ეგვიპტის ცივილიზაციაში ნილოსის მნიშვნელობას გავითვალისწინებთ, ეს გასაკვირი არაა. სწორედ ნილოსი იყო მათი კეთილდღეობის და სიმდიდრის წყარო.
ამ ნიშნის წარმომადგენლები ემოციურობით გამოირჩევიან. ჩვეულებრივ, მოსაწყენი, მჯდომარე სამუშაო არ შეეფერებათ. ასეთი ადამიანები მუდმივად მოგზაურობაზე ოცნებობენ და სამსახურის ადგილს და პროფესიას ადვილად იცვლიან. მათ ძალიან უყვართ სხვების დახმარება, რაც ზოგჯერ მხოლოდ ზიანს აყენებთ.
ამონ–რა (8-21 იანვარი, 1-11 თებერვალი)
ბუნებით ლიდერები არიან, ამიტომ ხალხის მართვა ადვილად შეუძლიათ. ამონ–რასთვის მთავარია სწორი პროფესიის და გარემოს შერჩევა. ამ ნიშნის ადამიანებს მთების გადაადგილება და მზის ქვეშ ყველაზე თბილი ადგილის პოვნა შეუძლიათ.
გები (12-29 თებერვალი, 20-31 აგვისტო)
მეგობრების წრეში გები ყოველთვის ისეთი ადამიანია, ვისაც დახმარებისთვის მიმართავენ. ის კეთილი, ნაცრისფერი კარდინალია, რომელმაც ყველაფერი და ყველას შესახებ იცის, რასაც საერთო კეთილდღეობისთვის იყენებს. ბუნებით ფსიქოლოგები სიტუაციას მკაფიოდ გრძნობენ და უსიამოვნო მომენტების გამოსწორება შეუძლიათ.
ისიდა (11-31 მარტი, 18-29 ოქტომბერი, 19-31 იანვარი)
ყველაზე მოსიყვარულე ადამიანი, რომელიც საუკეთესო მასწავლებელი ხდება. მან სხვებზე უკეთ იცის, როგორ ისიამოვნოს ცხოვრებით. მშვიდი, მგრძნობიარე ისიდა ნაზ მოპყრობას მოითხოვს. თუ პარტნიორს ასეთი ნაზი სიყვარული შეუძლია, მაშინ ამ ნიშნის წარმომადგენელი თავის დიდ გულს აჩენს.
ოსირისი (1-10 მარტი, 27 ნოემბერი – 18 დეკემბერი)
ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანი შესანიშნავ ინტელექტს, მჭერმეტყველების და ორგანიზაციულ უნარებს ფლობს. არც კი სცადოთ, ოსირისს რამე დაუმალოთ, სჯობს სიმართლე უთხრათ, მაინც ყველაფერს მიხვდება.
თოტი (1-19 აპრილი, 8-17 ნოემბერი)
ამ ადამიანთან ლოგიკურ კამათს აზრი არ აქვს, რადგან წარმოუდგენელ ლოგიკას ფლობს. ხარისხიანი აზროვნების წყალობით ხშირად სამეცნიერო ან საგანმანათლებლო სფეროში ერთვება. ხშირად პირქუშად გამოიყურება, თუმცა ყველაზე ახლობელ ადამიანებთან თავის ნამდვილ მეს ამჟღავნებს.
ანუბისი (8 -27 მაისი, 29 ივნისი – 13 ივლისი)
ასეთ ადამიანებს შესანიშნავი უნარი აქვთ, რომ სარკასტული და თვითირონიული განცხადებები გააკეთონ. მარტო მუშაობა ურჩევნია, რადგან ასე არავინ ხელს არ უშლის და აფერხებს. პარტნიორს ერთხელ და სამუდამოდ ირჩევს, სწორედ ამიტომ, ხშირად გვიან ქორწინდება. გამოირჩევა სამართლიანობის მკაფიო შეგრძნებით, ყოველთვის სუსტების მხარესაა.
სეთი (28 მაისი – 18 ივნისი, 28 სექტემბერი – 2 ოქტომბერი)
ერთადერთი, რაც სეთს წარმატებაში ხელს უშლის, თავად ისაა. ზედმეტი თვითჩაღრმავება უყვარს და მუდმივად სხვადასხვა დაბრკოლებას პოულობს. ურთიერთობაში ძალიან მგრძნობიარეა. თუ სეთი მკაფიო მიზანს დაისახავს, მას ნამდვილად მიაღწევს, როგორი რთულიც არ უნდა აღმოჩნდეს.
ბასტეტი (14 – 28 ივლისი, 23 – 27 სექტემბერი, 3 – 17 ოქტომბერი)
მას თანდაყოლილი სმენის უნარი აქვს. შეიძლება ერთი სიტყვაც არ თქვას, მაგრამ თანამოსაუბრე უკვე თავს კარგად იგრძნობს. ქალი კერის კლასიკური მცველია, ახლობლები დღესასწაულზე სწორედ მასთან მიდიან. მამაკაცი ოჯახის თითოეულ წევრზე ზრუნავს, ყველასთვის დროს პოულობს.
ჰოროსი (20 აპრილი – 7 მაისი, 12-19 აგვისტო)
შემოქმედებითი ხალხი ფართო ფანტაზიით და ცხოველების დიდი სიყვარულით. ასეთი ადამიანები ხშირად ძაღლების მწვრთნელები ხდებიან, რადგან ასეთ გულახდილ არსებებთან საერთო ენის პოვნა შეუძლიათ. ჰოროსის გაგება ხშირად რთულია, რადგან მას თავისი საიდუმლოს და ჭეშმარიტი მიზნების გამოაშკარავება არ სურს.
სეხმეტი (29 ივლისი – 11 აგვისტო, 30 ოქტომბერი – 7 ნოემბერი)
გუნდში მუშაობა შეუძლია, სადაც დიდ ყურადღებას იქცევს. ამის წყალობით დაწინაურების შანსი აქვს. თუ უფროსობა უკმაყოფილოა, უბრალოდ დამატებით აუნაზღაურებელ სამუშაოს შეასრულებს. ამის მიუხედავად, ასეთი ადამიანები ძალიან შეუპოვრები არიან და სხვის დაკრულზე არ ცეკვავენ.
მუტი (22-31 იანვარი, 8-22 სექტემბერი)
ჩვეულებრივ, ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანი თავის ნამდვილ გრძნობებს მალავს, მათ მხოლოდ უახლოეს ადამიანებს უზიარებს. ყოველთვის ზუსტად იცის, თუ რა სურს და მიზნისკენ შეუპოვრად მიიწევს. ამაში ლოგიკური აზროვნება ეხმარება.
ასეთი ადამიანი კარგი მშობელი ხდება. კარიერას იწყობს სამართლის, ჯანდაცვის, სოციალურ ან საგანმანათლებლო სფეროში. სულიერ ზრდას უპირატესობას ანიჭებს, მაგრამ გულწრფელობის მიუხედავად, მაინც იდუმალ პიროვნებად რჩება.
ავტორი