გამოძიების ფედერალურმა ბიურომ (FBI) საიდუმლო დოკუმენტების გაჟონვაში ბრალდებული დააკავა,-ამის შესახებ ინფორმაციას დასავლური მედია ავრცელებს.
გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, რომ საუბარია, მასაჩუსეტსის შტატის ქალაქ ნორტ-დაიტონში “სამართალდამცავების სანქცირებულ ოპერაციაზე”.
დაკავებული მასაჩუსეტსის ეროვნული საჰაერო გვარდიის სადაზვერვო ფრთის 21-წლის სამხედრო მოსამსახურე, ჯეკ ტეიშეირაა. მედია ასევე არვცელებს, სავარაუდოდ, ტეიშეირას სახლთან სპეცოპერაციის დროს გადაღებული ფოტო-ვიდეო მასალასაც.