ბავშვობიდან ტრადიციად მექცა დილით, ოთხ საათზე, დატირების მსახურებაზე დასწრება…
ბავშვობაში, დატირების მსახურების შემდეგ,მზის ამოსვლას საკათედროს ეზოდან ვუყურებდით … ახლაც კადრებად ვხედავ,ტაძრის გუმბათზე შემოჭრილ მზის პირველ სხივებს და საკურთხევლის მხარეს ახლაც ჩამესმის მამა თომას უკვდავი ხმა …
,,შვენიერმან იოსებ ძელისაგან გარდამოხსნა უხრწნელი გვამი შენი ქრისტე, და არმენაკითა წმიდითა წარგრაგნა, სუნნელებითა შემურვილი, ახალსა საფლავსა დაგდვა”.
ბავშვობა მენატრება.
მამა თომა მენატრება.
ის ადამიანები მენატრება, ვინც მის ირგვილივ, გავიზარდეთ და ვინც ერთად ვხვდებოდით ცისკარს …
მაშინ, ჩვენი- ბავშვური ლოცვა უფრო გულწრფელი იყო, რადგან ბავშვობა უფრო ფერადია,ვიდრე დიდობა…
ახლა?
ახლა, ისევ ვუყურებ გუმბათს… ახლა მზის პირველი სხივები მის საფლავს ეცემა და
ფერად ყვავილებთან იწყებს თამაშს …
ბავშვობა მენატრება.
მამა თომა მენატრება.
სანამ ვიცოცხლებ, სულ ვეცდები დავესწრო დატირების მსახურებას, რომ არ დამერღვეს ეს ბავშვობისდროინდელი, წმინდა ტრადიცია.
მერე,თვალებს მაგრად დავხუჭავ და წარმოვიდგენ,რომ ისევ ბავშვი ვარ, რომ ისევ ამოვა მზე და გუმბათის წვერზე დაიწყებს ოქროსფერი სხივები თამაშს… _ წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ქსელის მომხმარებელი თამარ ზარბაზოია.